x
image
თამილა გურაშვილი
ვახტანგ კიკაბიძემ განმარტა, თუ რატომ ვერ დაესწრება გიორგი დანელიას დაკრძალვას

image
9 აპრილს მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ საბჭოთა ქართველ რეჟისორს გიორგი დანელიას. სსრკ-ს სახალხო არტისტთან გამოსამშვიდებლად მიდიან მისი ნათესავები, კოლეგები და გულშემატკივრები.

რეჟისორის ახლო მეგობარი ვახტანგ კიკაბიძე დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრება.
ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე ვერ შეძლებს მისი მეგობრის გიორგი დანელიას დაკრძალვაზე მისვლას. ცერემონიალი 9 აპრილს მოსკოვში გაიმართება.

"მე ვერ დავესწრები დაკრძალვის ცერემონიას, მე საავადმყოფოში ვარ" - განმარტა მომღერალმა. ამ ეტაპზე მას დიალიზის პროცედურა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან კიკაბიძე რუსეთში აღარ მართავს კონცერტებს რუსეთ-საქართველოს ომის გამო. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, მან უარი თქვა ხალხთა მეგობრობის ორდენზე, რომელიც მას რუსეთის პრეზიდენტმა გადასცა. მას შემდეგ, მომღერალი აღარ მიდის რუსეთში.

1
959
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
959
  
2019, 9 აპრილი, 12:33
პუტჩისტობისათვის დასაჯა უფალმა ბუბა, მაინც არ ვუსურვებ ცუდს...
0 1 1