x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ირაკლი ოქრუაშვილი, პოლიტიკოსი თუ ამბიციური პირი, რომელიც პოლიტიკოსის და სამშობლოზე შეყვარებული "გმირის" როლს თამაშობს

image ირაკლი ოქრუაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე ერთ დროს არ დავმალავ იმედებს ვამყარედი, ვფიქრობდი ახალგაზრდა კაცია კარგი განათლებით, ფულიც აქვს, ჭკუაც უჭრის და შორს წავა მეთქი!
პირველი ბზარი ამ შეხედულებაში მაშინ გამიჩნდა, როცა გენერალური პროკურორად დანიშნული "ოქრო" ხაშურის ბორდელში კამერების თანხლებით შეიჭრა და "სექს მუშაკები" სრულიად შიშვლები "გამოაჭენა" მედიით.
ბორდელი, მით უფრო უკანონო, რომ არ უნდა არსებობდეს ცხადია, მაგრამ საშინელი საყურებელია, როცა გენერალური პროკურორი სპეციალური დანიშნულების რაზმის ოპერაციას ხელმძღვანელობს.
მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა არ დაგიმალავთ და მივესალმე მის დანიშვნას, ვიცოდი ჯარის გაძლიერების უდიდესი ამბიცია ჰქონდა და როცა ჯარში მასიურად დაიწყო წვრთვნები, მთლად მის "ფანად" გადავიქეცი.
გავიდა დრო და იმ დადებითმა ხედვამ გაიარა, რადგან ხელში შემრჩა უხეში მინისტრი, რომელიც მისი მეგობრის, გენერალური შტაბის უფროსის ლევან ნიკოლეიშვილის გარდა არავის აზრს არ ითვალისწინებდა.
სამსახურიდან დაითხოვეს ყველა მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც წინ აღუდგა ოქრუაშვილის მისწრაფებას ძალისმიერი გზით აღედგინა კონტროლი სეპარატისტების მიერ მართულ რეგიონზე, საუბარია ეგრეთ წოდებულ "სამხრეთ ოსეთზე".
ოქრუაშვილი სამაჩაბლოში შესაჭრელად, რომ ემზადებოდა ამას მოწმობს 2006 წელს გორში სამხედრო ჰოსპიტლის გადატანა, გორის ცალკეული სატანკო ბატალიონის შევსება ცოცხალი ძალით და მძიმე ტექნიკით.
სააკაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაშინ ოქრუაშვილის მცდელობას, სამხედრო ძალით აღედგინა კონტროლი სეპარატისტულ წარმონაქმნში მხარი არ დაუჭირა.
ამ მცდელობას მხარი არც დაზვერვის მაღალჩინოსნებმა დაუჭირეს, არც გენშტაბის ოფიცრებმა, რის გამოც ოქრუაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა მაიორი ზვიად ჩხაიძე, სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსი. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის გაზაფხულზე დაითხოვეს. მალე მისი ბედი გაიზიარა დაზვერვის ყველა მაღალჩინოსანმა, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ წარმოედგინათ სპეციალური ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობის, იქ განლაგებული ძალებისა და საშუალებების შესახებ. ზვიად ჩხაიძე ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან გაანაწყენა მზვერავების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ, რომელიც მოწმობდა, რომ სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სამხედრო გეგმა მეტად საშიში ავანტიურა იყო.
ოქრუაშვილმა გააუქმა კადეტთა ლიცეუმი, კოდორის ხეობის დამცველი ბატალიონი "მონადირეც" გააუქმა, რამაც ხეობელებთან დაძაბა ურთიერთობა.
თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ენა წინ უსწრებს საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს.
გახსოვთ ალბათ მისი სატელევიზიო გამოსვლა: "ახალი წლის აღნიშვნას ცხინვალში ვაპირებ".
მეორე მისი სატელევიზიო გამოსვლაც გეხსომებათ: "ორი კვირით ვიყავი სეპარატისტულ აფხაზეთში მოწინააღმდეგეზე დასაკვირვებლადო".
"რუსები ცუდ ქართულ ღვინოს კი არა ფეკალიებსაც დალევენ"!-ესეც გეხსომებათ.
არც ის დამვიწყებია სააკაშვილზე, რომ განაცხადა მედიით: "სააკაშვილმა მიბრძანა მომეხდინა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია".
როცა დააკავეს რა დღეში იყო და როგორ მოინანია "დანაშაული" ისიც ნანახი გექნებათ.
კაცი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს მკვლელს და პათოლოგს უწოდებდა ისევ მისი მხარდამჭერი გახდა.
მე ვფიქრობ, მათ შორის პოლიტიკური თანხვედრა მხოლოდ ოქრუაშვილის ამბიციის შედეგია.
არცერთი პარტია თუ პოლიტიკური გაერთიანება ახლოს არ გაიკარებდა ოქრუაშვილს, როგორც არასანდო პარტნიორს, მასაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მივიდა იქ, სადაც მიიღეს.
პ.ს
შემეძლო საუბარი გამეგრძელებინა ჩეხური ტანკების შესყიდვის საეჭვო გარიგებაზე, მაგრამ მე არც პროკურორი ვარ და არც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

0
240
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
240