x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გზა ღმერთისკენ
image

imageრა უფრო მნიშვნელოვანია რწმენა თუ რიტუალი?image

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ადამიანი. როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბებიამ უთხრა: «აი, გაიზრდები, დიდი კაცი გახდები და თუ გულზე სევდა შემოგაწვა ან თავს ცუდად იგრძნობ, და თუ მე იმ დროს აღარ ვიქნები, – ტაძარში წადი... იქ ნამდვილად უკეთესად გახდებიო». ასეც მოხდა. ბიჭი გაიზარდა და რაღაც მომენტში, მისთვის ცხოვრება აუტანელი გახდა... და წავიდა ახალგაზრდა კაცი ტაძარში, როგორც ბებიამ დაუბარა.

იქ მასთან ერთი ადამიანი მივიდა და უთხრა: «ხელები სწორედ არ გიჭირავსო!» შემდეგ მეორემ მიირბინა: «აქ არ უნდა იდგეო!» გვერდიდან მოხუცი ქალის ბუზღუნი შემოესმა: «პირჯვარს სწარედ არ იწერო»... ბოლოს, მასთან ერთი ქალი მივიდა და უთხრა: «იქნებ ტაძრიდან გახვიდეთ, ჯერ აქ მოქცევის წესები ისწავლოთ და მერე შემოხვიდეთო!»

გამოვიდა კაცი ტაძრიდან, ჩამოჯდა იქვე, ახლოს და აქვითინდა... მივიდა მასთან ქრისტე და ჰკითხა: «რატომ ტირი, შვილო ჩემო?». ასწია თავი კაცმა, მოიწმინდა ცრემლი და უთხრა: «ღმერთო, ტაძარში არ მიშვებენო». ჩაიკრა ღმერთმა კაცი გულში და ჩუმად უთხრა: «ნუ ტირი, ეგ უგუნური ფანატიკოსები არიან და მე, უკვე რა ხანია, იქ არ მიშვებენო...»



ღმერთთან საუბარი


ერთ მოხუც განდეგილს ჰკითხეს:
– როგორ შეგიძლია, დედამიწის ამ მიგდებულ ადგილზე, სულ მარტო რომ ცხოვრობ?
მან კი უპასუხა:
– მარტო არასდროს ვრჩები, მე ყოველთვის მყავს თანამოსაუბრე – ეს ღმერთია. როდესაც მინდა, რომ მესაუბროს, – ბიბლიას ვკითხულობ. ხოლო, როდესაც მე მინდა მასთან ლაპარაკი – ვლოცულობ.



ღმერთისკენ გადადგმული I ნაბიჯი


ერთი ადამიანი უხუცესთან მივიდა და უთხრა:

– ძალიან მინდა, რომ ღმერთი შევიყვარო – გთხოვ მასწავლე!

– ჯერ ის მითხარი, ოდესმე, ვინმე თუ გყვარებია? – ჰკითხა მას უხუცესმა.

– არა, მე არ მაინტერესებს ამქვეყნიური საქმეები – სიყვარული და ასეთი რამეები. მე ღმერთთან მინდა მისვლა, მისთვის მსახური.
– გაიხსენე კიდევ ერთხელ, ვინმე თუ გყვარებია, თუნდაც მხოლოდ ერთი ქალი? – არ ეშვებოდა მოხუცი.

– არა, უკვე გითხარი, რომ მე რელიგიური ადამიანი ვარ და მხოლოდ ღმერთისკენ სავალი გზის გაგება მინდა.

– ეს ამჟამად შეუძლებელია, ჯერ ვინმე უნდა შეიყვარო – უთხრა მას მოხუცმა – ეს შენი პირველი ნაბიჯი, პირველი კიბე იქნება ღმერთისკენ სავალ გზაზე. შენ მწვერვალზე მეკითხები, თავად კი, პირველ კიბეზეც არ ასულხარ. წადი და ვინმე შეიყვარე...


imageimageimageimageimageimageimage









0
183
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0