x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ბოშათა დღე მათი ნამუშევრების გამოფენით აღინიშნა
image


8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა. სწორედ ბოშათა დღეს მიეძღვნა ბოშა მოსწავლეების მიერ ხელგარჯილობის წრის მუშაობის დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა.


დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა ერთადერთია, რომელიც უკვე ათი წელია ბოშა მოსწავლეთა ინტეგრაციასა და მათ განათლებაზე ზრუნავს. ბოშები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, თუმცა ყველაზე მეტი ბოშა დედოფლისწყაროსა და ქობულეთშია კომპაქტურად ჩასახლებული.


ეს სკოლა ჩართულია პროექტში „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“. იგი მოიცავს ინკლუზიურ გარემოში არაფორმალურ სწავლებას, სადაც ერთობლივად მუშაობენ და სწავლობენ ბოშა ბავშვები და საჯარო სკოლის მოსწავლეები.




ამავე სკოლის მოსწავლეებმა დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრთან ერთად ორიოდ თვის წინ დადგეს სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით. როგორც დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრში განმარტავენ, სულ მალე ამ სპექტაკლის ჩვენება სხვა სოფლებისთვისაც იგეგმება.



1971 წლის 8 აპრილს ლონდონში გამართულ ბოშების პირველ საერთაშორისო კონგრესზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. ამ დღეს ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ეროვნული ჰიმნი და თავი მსოფლიოს ერთიან თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს.


image


0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0