x
image
ელენე გუმა
"ფუ, აი, მართლა ბანძის ბანძია. მკიდიხართ ძვირფასებო"- ნიკა გვარამია "იმედს" უპირსპირდება
"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის' მიერ მასზე მომზადებულ სიუჟეტზე საუბრობს და ტელეკოპმანიას უპირისპირდება.


როგორც გვარამია წერს, სიუჟეტი მასზე ისე გააკეთეს რომ კომენტარიც არ სთხოვეს.

მისი თქმით, ის ისე ლაპარაკობს როგორც საჭიროდ მიიჩნევს და მათი აზრი არ აინტერესებს.


"ფუ, აი ტვ იმედი მართლა ბანძის ბანძია.


სიუჟეტი გაკეთა ჩემზე და კომენტარიც არ მთხოვა. ვიღაც გაუგებარი არაკომპეტენტური ექსპერტებით და გულისამრევი "საზოგადოების წარმომადგენლების" წერილით ლამის ჩემი აკრძალვა მოითხოვა.

ყ***ზე მკიდიხართ, ძვირფასებო. ისე ვლაპარაკობ, როგორც საჭიროდ ვთვლი. მით უფრო, ჩემს პირად ფბ ლაივებში. ასე გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას და თქვენი ივანიშვილის ფულგადახდილი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს.

რეჟიმი უნდა დაემხოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ივანიშვილი უნდა მოშორდეს ჩემი სამშობლოს მართვას და საქართველო უნდა გადარჩეს. წერტილი.

PS აჰა, ძმაო Gogi Gvakharia, არაა ეს ცენზურა მშრომელთა კოლექტივის მოთხოვნით? ეზოპეს ენით ილაპრაკეო "


ტელეკომპანია" იმედმა" სიუჟეტი სახელწოდებით "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" დღეს გაუშვა.


როგორც სიუჟეტში ამბობენ მათ საპროტესტო წერილი მიიღეს და სწორედ ამიტომ რეპორტაჟიც გააკეთეს.


image

1
450
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
450
  
2019, 7 აპრილი, 23:47
ამას სერიოზული ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.
0 1 1