x
image
ელენე გუმა
"დიდ სუპერმარკეტებში მომხმარებელთა ძარცვის ახალი მეთოდი აქვთ. ყურადღებით იყავით!"

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩიკვაიძე სტატუსს აქვეყნებს და მომხმარებლებს აფრთხილებს, არ გახდნენ დიდი სუპერმარკეტების თაღლითობის მსხვერპლი.


როგორც ის წერს, დახლებზე სულ სხვა ფასია, ხოლო სალაროში სხვა ფასებს გიტარებენ, ხოლო თუ ამას შეამჩნევ და გააპროტესტებ, პასუხებიც მზად აქვთ.


"დიდ სუპერმარკეტებში მომხმარებელთა ქურდბაცაცული ძარცვის ახალი მეთოდი აქვთ. იქ, როგორც წესი, ბევრი წვრილმანის საყიდლად მიდიან. არჩეული საქონლის ფასები ადამიანს არ ამახსოვრდება. მე ციფრებზე მაქვს კარგი მეხსიერება. ამიტომ შევამჩნიე, რომ სხვა ფასები იყო დახლებზე მითითებულ საქონელზე და სხვა ფასები ამომიბეჭდეს ქვითრის გრძელ ჩამონათვალში. ეს უკვე გამოსულმა შევამჩნიე, როცა ქვითრის გადაგდებას ვაპირებდი. მანამდე ერთი საათი დავბოდიალობდი სუპერმარკეტში და ვაგროვებდი კალათში, რაც უნდა მეყიდა, ხოლო შემდეგ კიდევ ნახევარსაათინ რიგში ვიდექი. ფასების განსხვავებით გაოცებული უკან შევბრუნდი გადასამოწმებლად. ვხედავ, რომ სწორად მხსომებია, მართლაც კარგი განსხვავებით იტყუებოდნენ. მივმართე ასისტენტს, რატომ გამიტარესთქო სხვა ფასები. უცებ, საიდანღაც გამოაძრო 2-3 მეტრის სიგრძის ფასების ამონაბეჭდი, ჯერ კიდევ დაუშლელი, და ეძებს იმ პროდუქტს, ცრომელზეც მივუთითე. მაჩვენებს "ახალ, მომატებულ ფასს", ანუ იმას, რაც გამიტარეს, და მეუბნება ფასებს ვცვლიო. ვუთხარი, ლამის საათნახევრის წინ ავიღე დახლიდან ეს პროდუქტი და როდის ცვლი მეთქი?... მოკლედ, რომ მიხვდნენ პრინციპულად არ დავუთმობდი, დამიბრუნეს სხვაობა. 2-3 ნიშნა თანხას ისე აწაპნიან დიდი კალათით დახუნძლულ მომხმარებელს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს. ყურადღებით იყავით!"


image

0
2544
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0