x
image
ელენე გუმა
როგორ შევწვათ კარტოფილი სწორად - 6 ოქროს წესი
იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც შემწვარი კარტოფილი არ უყვარს. ყველა დისახლისს მისი შეწვის სხვადასხვა მეთოდი აქვს.


ჩვენ შემოგთავაზებთ 6 ოქროს წესს, თუ როგორ უნდა შეწვათ კარტოფილი სწორად.

მაშ ასე, დავიწყოთ:


#1 წესი


კარტოფილი დასუფთავებისა და დაჭრის შემდეგ აუცილებლად უნდა გააჩეროთ ცივ წყალში, რათა მოხდეს სახამებელის გამოსვლა. თბილ ან ცხელ წყალში სახამებელი კარტოფილში რჩება, რომელიც შეწვის დროს მის ჩაშლას იწვევს. ასევე კარტოფილში არსებული კრახმალი ხელს უშლის მის შეწითლებას და ამიტომაც აუცილებელია კარტოფილიდან კრახმალი გამოვდევნოთ.


რაც უფრო ახალია კარტოფილი, მით მეტხანს უნდა გაჩერდეს წყალში. ოპტიმალური დრო კარტოფილის წყალში გაჩერებისთვის 30 წთ-დან 1 სთ-მდეა.


#2 წესი


წყლიდან ამოღების შემდეგ აუცილებელია კარტოფილის კარგად გამშრალება. ამისათვის ის თუშფალანგზე განათავსეთ, შემდეგ კი ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ.

სისველე ხელს შეუშლის მის შეწითლებას, ასევე ცხელ ცხიმზე წყლის წვეთის მოხვედრა ცუდად აისახება თქვენს წინსაფარზე ან სამზარეულოს ავეჯზე.


#3 წესი


ტაფა და მასში მოთავსებული ზეთი კარგად უნდა იყოს ცხელი. არ დაგენანოთ ცხიმი, რადგან კარტოფილი "ფრი" დიდი რაოდენობით ზეთში იწვება.


#4 წესი


კარტოფილს მარილი და სხვა სუნელები მხოლოდ შეწვის შემდეგ დაამატეთ, რადგან შეწვამდე ან შეწვის პროცესში მარილის დამატებით კარტოფილი გამოყოფს სითხეს, რომელიც მის შეწითლებას შეუშლის ხელს. მას შემდეგ რაც კარტოფილი შეიწვება გადაიტანეთ საწრეტ თეფშზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლდეს, შემდეგ კი შეაზავეთ მარილით და სუნელებით.


#5 წესი


არასოდეს დაახუროთ კარტოფილს შეწვის დროს თავსახური, რათა კარტოფილი უფრო ხრამუნა და შებრაწული იყოს.


#6 წესი


არ მოათავსოთ ბევრი კარტოფილი ტაფაზე, ოპტიმალური ვარიანტია, 2-3 ფენა.


გემრიელი რეკომენდაციები: გინდათ შემწვარი კარტოფილი პიკანტური გემოთი? მაშინ კარტოფილის ჩაყრამდე ზეთში მოშუშეთ 2-3 კბილი ნიორი, როდესაც ნიორი შეწითლდება, ამოიღეთ ცხიმიდან და იმავე ცხიმში შეწვით კარტოფილი.


პიკანტური გემოსთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როზმარინი.


გემრიელად მიირთვით !




image




1
4147
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
4147
  
2019, 6 აპრილი, 14:33
მშვენიერია
0 1 1