პედიატრია რა იწვევს ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს? 2019, 5 აპრილი, 21:54
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი არის დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ყურადღების დეფიციტი და ხასიათის ცვალებადობა დროის მოკლე შუალედებში.
მსოფლიო მასშტაბით ბავშვების დაახლოებით 2-10%-ში გვხვდება ეს სინდრომი. ის აღინიშნება ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. თუმცა ეს სინდრომი არ უნდა ავურიოთ ჩვეულებრივ ბავშვურ სიცელქეში. არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.
რა სიმპტომებია?
თავის ტვინის ფუნქციები - ზოგიერთი მკვლევარი თვლის რომ, ADHD ნეიროტრანსმიტერების (ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც გადააქვს ნერვული სიგნალები თავის ტვინში) ბალანსის დარღვევით არის გამოწვეული. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის ის რომ თავის ტვინს არ შეუძლია იმ უზარმაზარი ინფორმაციის გაფილტვრა, რასაც ყოველწამს, მუდმივად იღებს ადამიანი. სხვა კვლევის თანახმად, თავის ტვინის წინა წილები ისე კარგად ვერ ფუნქციონირებს როგორც ეს საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის (ფიქრისთვის) და დოფამინისა და ნორ-ადრენალინის ბალანსის დარღვევა. (ჰორმონები). ტოქსინების ექსპოზიცია ორსულობის დროს - არსებობს კავშირი ADHD-ს სინდრომის ჩამოყალიბებასა და ორსულობის დროს სიგარეტისა და ალკოჰოლის მიღებას შორის. საკვების აუტანლობა და კვებითი დანამატები - საკვების აუტანლობა ADHD-ს არ იწვევს მაგრამ შეიძლება არსებობდეს კავშირი ბავშვთა ADHD-სა და ისეთ საკვებ ალერგენებს შორის, როგორიცაა რძე, ხორბალი და თხილი. საუზჰემპტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა ზოგიერთ საკვებ დანამატსა (საღებავი, არომატიზატორი) და ADHD-ს შორის. ეს დანამატებია:
დამატებითი ინფორმაცია: ADHD არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადება, ის ხშირად დაკავშირებულია სხვა პრობლემატურ ქცევასთან. ბავშვები ამ სინდრომით ხშირად ჭირვეულობენ, აქვთ ძილის პრობლემები, აწუხებთ სწავლის პრობლემები (დისლექსია), დეპრესია და მღელვარება. ცხოვრების წესი და კვების რაციონი
თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს: იმისათვის რომ აკნესგან განვიკურნოთ... რატომ არის პალმის ზეთი ორგანიზმისთვის მავნებელი? პარაბენების მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე 162 1-ს მოსწონს
|