x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
იმისათვის რომ აკნესგან განვიკურნოთ...
image


ვინაიდან წინა პოსტში ვისაუბრეთ აკნეს გამომწვევ მიზეზებსა და ფორმებზე, დღეს მინდა გიამბოთ, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ აკნეს. პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რაიმე მოვლენაზე, რომელიც კანზე აისახება. ამიტომ აუცილებელია დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან ვიზიტი.


მაშ ასე, ვაგრძელებთ აკნეზე საუბარს.


გარეგანი მკურნალობისთვის პირველ რიგში აუცილებელია კანის მაქსიმალური სისუფთავე, დაიბანეთ კანი რაც შეიძლება ხშირად, თუ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ ისეთი საპნები და გელები, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ მშრალი კანის ტიპისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ მოიხმაროთ ის საშუალებები, რომლებიც გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით და სასარგებლოა აკნეს სამკურნალოდ. ესენია ყველაზე ფართოდ გავრცელებული მცენარეული და ბუნებრივი საშუალებები, რაც ამცირებს გამონაყარს და ამშვიდებს კანს:


  • ალოე ვერას გელი - შეუძლია დაამშვიდოს კანი და ხელი შეუწყოს კანის რეგენერაციას (აღდგენას); გამოირჩევა ღრმა დამატენიანებელი მოქმედებით. ყურადღება მიაქციეთ რომ ასეთი გელის შემადგენლობაში ალოე ვერა იყოს 99% კონცენტრაციით.
  • ჩაის ხის ზეთი - ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმდებით გამოირჩევა, ამიტომ ხელს უშლის ინფექციის განვითარებას, ამცირებს კანის სიწითლეს (ანთებით პროცესს) და გამაგრებას;
  • პროპოლისი - პროპოლისი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა თავისი ანტიბიოტიკური თვისების გამო კანის ჯანმრთელობისათვის; აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული მოქმედება;


აკნეს პრევენციისთვის გამოიყენება შემდეგი სამკურნალო საშუალებები:


  • საღამოს ფურისულას ზეთი - არეგულირებს ჰორმონების დონეს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, განსაკუთრებით თუ ეს PMS-ით არის გამოწვეული (პრემენსტრუალური სინდრომი).
  • ექინაცეა და ოროვანდის ფესვი - მონაწილეობენ სისხლის გაწმენდაში, გამოდევნიან ორგანიზმიდან ტოქსინებს, რაც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას; ეს ორივე მცენარე ხელს უწყობს ლეიკოციტების წარმოქმნას, რომლებიც ებრძვიან ანთებით პროცესს და ორგანიზმში არსებულ ინფექციებს.
  • თუთია - ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას; ზოგიერთი კვლევის თანახმად, თუთია ამცირებს აკნეს გამონაყარს და ნაწიბურების გაჩენის რისკს. ექიმების უმრავლესობა სწორედ ამ მიზნით ნიშნავს თუთიის პრეპარატებს აკნეს დროს.
  • ბიოტინი - არეგულრებს კანის ცხიმიანობას;
  • ვიტამინი A - ამ ვიტამინის ნაკლებობა აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

და ბოლოს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ აკნემ სამუდამოდ დაგვივიწყოს?


  • გაამდიდრეთ საკვები უჯრედისით, აკნეს დროს მნიშვნელოვანია მომნელებელი სისტემის სიჯანსაღე და მისი გამართული ფუნქციონირება, რათა ეფექტურად მოხდეს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნა. შეამცირეთ ყველანაირი დამუშავებული საკვები - ფასტ ფუდი, ნახევრად ფაბრიკატები, ტრანს ცხიმები, გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელები, ტკბილეული.
  • შეეცადეთ, 1 თვის მანძილზე შეზღუდოთ რძე და რძის პროდუქტები საკვებ რაციონში. რძეში არსებული შაქარი (ლაქტოზა) ხელს უწყობს აკნეს გაძლიერებას. 1 თვის მერე კი სცადეთ მათი მიღება და დააკვირდით, დაბრუნდა თუ არა აკნე.
  • მიირთვით თუთიით მდიდარი საკვები. მაგ, სოია, მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული ფაფები, გოგრის თესლი, მზესუმზირის თესლი და მცირე რაოდენობით მოუხალავი თხილეული. თუთიის მაღალი შემცველობის საკვები ამცირებს გამონაყარს.
  • ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად დაიბანოთ კანი და არ მისცეთ ცხიმს დაგროვების საშუალება. მოერიდეთ სკრაბის გამოყენებას და კანის გაღიზიანებას, ამან კიდევ უფრო მეტად შეიძლება აკნე გაართულოს.

თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რა არის ვეგანიზმი და რატომ აუმჯობესებს ის ჯანმრთელობას?

ტუბერკულოზი - როგორ მოვიქცეთ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს?

ციროზი - როგორ მოვიქცეთ ციროზის დიაგნოზის დროს?



0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0