x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ტუბერკულოზი - როგორ მოვიქცეთ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს?
image


ტუბერკულოზი მძიმე ინფექციური დაავადება, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში ფილტვებზე ახდენს გავლენას. მისი გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც დახველების ან დაცემინების დროს ვრცელდება.


გასულ წლებში ტუბერკულოზის მასიური გავრცელება მოხდა 1985 წელს, როდესაც გამოჩნდა აივ ინფექცია (შიდსის გამომწვევი). აივ ინფექცია ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც ტუბერკულოზის გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს.


ხშირად ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია სამკურნალოდ გამოყენებული ძირითადი ანტიბიოტიკების ჯგუფის მიმართ რეზისტენტულია, ანუ წინააღმდეგობას უწევს ბაქტერია ანტიბიოტიკს და არ კვდება. ასეთ შემთხვევებში პაციენტებს უწევთ სხვადასხვა ტიპის მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივი დროის მანძილზე, რათა მთლიანად განადგურდეს ტუბერკულოზის მიკობაქტერია და არ ჩამოყალიბდეს ახალ მედიკამენტზე რეზისტენტობა.



ტუბერკულოზის ფორმები


ტუბერკულოზის ორი ფორმა არსებობს, ლატენტური და აქტიური. ლატენტური, ანუ ფარული ტუბერკულოზის დროს, ადამიანის ორგანიზმში არსებობს მისი გამომწვევი მიკობაქტერია, თუმცა იმუნური სისტემა არ აძლევს მას გამრავლების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ლატენტური ტუბერკულოზის გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე არ ხდება და ამ მხრივ საფრთხეს არ წარმოადგენს, ის შეიძლება გახდეს აქტიური ხელსაყრელ პირობებში, მაგალითად, ავადმყოფობის დროს ან დასუსტებული იმუნური სისტემის დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია ლატენტური ტუბერკულოზის ფორმის გამოვლენაც და მისი სათანადო მკურნალობა.


რაც შეეხება, აქტიურ ტუბერკულოზს, ამ დროს უკვე ვლინდება ავადმყოფობა და ხდება მიკობაქტერიის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემა.


ტუბერკულოზის სიმპტომები


  • ხველა მინიმუმ სამი კვირის მანძილზე;
  • სისხლიანი ნახველი
  • გულ-მკერდის ტკივილი, ტკივილი სუნთქვის ან ხველის დროს;
  • უეცარი წონის კლება;
  • დაღლილობა;
  • სიცხე;
  • ღამით ოფლიანობა;
  • შემცივნება;
  • მადის დაკარგვა;

ტუბერკულოზი ფილტვების გარდა შეიძლება მოქმედებდეს სხვა ორგანოებზე და მათი სიმპტომები გაანსხვავდება ორგანოების მიხედვით. მაგალითად, თუ თირკმლის ტუბერკულოზია, შარდში ჩნდება სისხლი; ხერხემლის ტუბერკულოზის შემთხვევაში აღინიშნება ზურგის ტკივილი და ა.შ.


ტუბერკულოზის გამომწვევი მიზეზები


ტუბერკულოზს იწვევს ბაქტერია (ტუბერკულოზის მიკობაქტერია), რომელიც აქტიური ტუბერკულოზის მქონე ადამიანისგან ვრცელდება დაცემინების, ხველის, ლაპარაკის, სიმღერისა და სიცილის დროს. როგორც წესი, უცნობი ადამიანისგან უფრო რთულია მისი გადაცემა და უფრო ხშირად გადამდებია ისეთი პირისგან, ვისთანაც ხშირი შეხება გვაქვს - ოჯახის წევრი, თანამშრომელი და სხვ. დაავადებულთა უმრავლესობა, რომლებსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, როგორც წესი, 2 კვირის შემდეგ აღარ არიან ინფექციის გადამდებნი.


რამ შეიძლება გაზარდოს ტუბერკულოზით დაავადების რისკი?


ტუბერკულოზით შეიძლება დაავადდეს ყველა, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები უფრო ზრდის ინფიცირების რისკს:


  • აივ ინფექცია/შიდსი;
  • დიაბეტი
  • თირკმლის ზოგიერთი დაავადება;
  • სიმსივნე;
  • ქიმიოთერაპია;
  • იმუნოსუპრესორული მკურნალობა (ძირითადად მათი გამოყენება ხდება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ);
  • ზოგიერთი ისეთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ართრიტის, კრონის დაავადების და ფსორიაზის სამკურნალოდ;
  • მალნუტრიცია (საკვები ნუტრიენტების დეფიციტი, არასაკმარისი საკვები);
  • მცირეწლოვნები და მოხუცები;

თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


თმის ცვენა მამაკაცებში


ციროზი - როგორ მოვიქცეთ ციროზის დიაგნოზის დროს?


რა არის ალერგია და რა იწვევს მას?


როგორ დავიკლოთ წონაში სამი მარტივი გზით


0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0