x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
ხელოვნური კვება, ბავშვებში, ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის.

imageმწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა.ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების გამოკვლევით, ხელოვნური (რძის შემცვლელი)საკვებით ბავშვის დიდხანს კვება, იწვევს რისკს ბავშვის ლიმფობლასტური ლეიკოზით დაავადების.

მეცნიერებმა, თანმიმდევრობით შეისწავლეს, 142 იმ ბავშის სამედიცინო ისტორია, რომლებიც ამ დაავადებით იყვნენ დაავადებული. მათ განიხილეს ყველა ფაქტორი, რომელსაც შეიძლება ამ დაავადებაზე მოეხდინა ზეგავლენა.დღის რეჟიმი, ცხოვრების პირობები, მწეველი მშობლები, კლიმატი, დედის ჯანმრთელობა ორსულობის პერიოდში და ეს ინფორმაციები შეადარეს ჯანმრთელი ბავშვების ინფორმაციებს.


imageყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა კვება.დაავადებული ბავშვები, უფრო დიდხანს იკვებებოდნენ რძის შემცვლელი ხელოვნური საკვებით, ვიდრე ჯანმრთელი ბავშვები და უფრო გვიან დაიწყეს მკვრივი საკვების მიღება.

ყოველ წელს ხელოვნური საკვებით ბავშვების კვება, ზრდის რისკს, ლიმფობლასტური ლეიკოზის 16% ით, დაადგინეს მეცნიერებმა.

0
163
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0