- "ერთი შანსი აქვს, ვთქვათ, ათიდან, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი თვითონ მოინდომებს, რომ იცოცხლოს. მთელ ჩვენს ფარმაკოპეას აზრი ეკარგება, როცა ადამიანი მეკუბოის მხარეზე გადადის.გულით თუ სურს რამე? "...
- "უნდოდა, ერთ მშვენიერ დღეს ნეაპოლის ყურე დაეხატა."...
- "ექვსი, ლამის ჩურჩულით თქვა ჯონსიმ, ახლა უფრო სწრაფად ცვივა. სამი დღის წინ თითქმის ასი იყო. თვლისგან თავიც კი ამტკივდა. ახლა კი ადვილია. აი, კიდევ ერთი ჩამოვარდა. ხუთიღა დარჩა."...
- "რა იყო ძვირფასო? ხუთი რა, ძვირფასო? "...
- "ფოთლები. ჩემს სუროზე. უკანასკნელი როცა ჩამოვარდება, მეც წავალ. ეს სამი დღის წინაც ვიცოდი."...
- "რაო? პირველად მესმის ასეთი სისულელე. სად გაგონილა ასეთი სიბრიყვე, კვდებოდე იმის გამო, წყეულ სუროს ფოთლები რომ სცვივა! პირველად მესმის ! "...
"უწყვეტი წვიმისა და გამჭოლი ქარის მიუხედავად, მთელი ღამე რომ ქროდა, ხეს ერთი ფოთოლი მაინც შერჩენოდა - სუროს უკანასკნელი ფოთოლი იყო."...
- "უკანასკნელია, - ჩაილაპარაკა ჯონსიმ, - მეგონა, ამღამეს აუცილებლად ჩამოვარდებოდა. ქარის ზუზუნი მესმოდა. როცა ჩამოვარდება მეც მოვკვდები."...
"როგორც კი ინათა, ჯონსიმ სუროს გახედა. სუროს ფოთოლი კიდევ თავის ადგილზე იყო."...
- " მე ცუდი გოგო ვიყავი, რაღაცამ გააჩერა ეს უკანასკნელი ფოთოლი იმისთვის, რომ მივხვდე, როგორი საზიზღარი ვიყავი.."...
...
"უკანასკნელი ფოთოლიც ჩამოვარდა."...
-" ძვირფასო დღეს მისტერ ბერმანი საავადმყოფოში ფილტვების ანთებისგან გარდაიცვალა... სწორედ ესაა ბერმანის შედევრი - იმ ღამეს დახატა, როცა ჩამოვარდა უკანასკნელი ფოთოლი."...
"ო' ჰენრი - უკანასკნელი ფოთოლი".