x
image
ელენე გუმა
"ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხართეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა..."
სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩევა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.


მისი პოსტები ყოველთვის დიდი განხილვის საგანი ხდება და სააგენტოებიც ხშირად წერენ მასზე.


მამა პეტრეს ბოლო სტატუსიც არ არის გამონაკლისი და საკმაოდ აქტიურად განიხილავენ.

სტატუსში სასულიერო პირი მამაკაცებზე საუბრობს.



მისი თქმით, ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხართეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა.


"დედის გინება, მაგიდაზე ხელების ბრახუნი, ეჭვიანობა, უხეშობამდე მისული სიმკაცრე, დაუსრულებელი ჩხუბი და ყვირილი, უაზრო სადღეგრძელოების სერია, ქალის დამონება, ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხართეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა... ეს უფრო მხდალი, სუსტი, უუნარო, მხოლოდ ბიოლოგიურად, გარეგნული ნიშნებით შექმნილი მამაკაცის ნამდვილი სახეა!.."- წერს პეტრე კოლხი.


image

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0