x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე ყველაზე მახინჯი გოგო ვარ მსოფლიოში" - ცნობილი ლიზი ველასკესის 16 ფოტო

image


ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის ამ უჩვეულო გოგონას არსებობის შესახებ. მას ლიზი ველასკესი ჰქვია, ის საკმაოდ ცნობილი, ამერიკელი ბლოგერი, მწერალი და ორატორ - მოტივატორია, ხშირად ატარებს მოტივაციის ასამაღლებელ შეხვედრებსა და ლექციებს, რომლის საშუალებითაც ადამიანებს საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში ეხმარება, თუმცა საზოგადოებამ ის თავისი უცნაური გარეგნობის გამო გაიცნო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უიშვიათესი დაავადების - ვიდემან რაუტენშტრაუხის სინდრომის გამო განუვითარდა. დაბადებისთანავე მას - "ნეონატალური პროგეროიდული სინდრომის" დიაგნოზი დაუდგინდა (შეგახსენებთ, რომ ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის ნაადრევი დაბერება, ცხიმოვანი ქსოვილის მთლიანი დაკარგვა და კუნთოვანი მასის სრული დისტროფია ხდება, ამის მიზეზი კი გენის მუტაციაა, რომელიც ცილის კოდირებას ახდენს) როგორც ცნობილია, მსგავსი დიაგნოზით დაავადებულები, მოზარდობის ასაკსაც ვერ აღწევენ, ლიზი კი უკვე 30 წლისაა - ასე, რომ ის ნამდვილი ჩემპიონია.


დღესდღეობით მისი მონაცემები ასე გამოიყურება:


წონა - 29 კილო

სიმაღლე - 152 სანტიმეტრი

ცხიმი - 0 %



მას ასევე მხედველობის პრობლემა და სუსტი იმუნიტეტი აქვს, ამიტომ ყოველი დღის შესანარჩუნებლად მას გარკვეული წესების დაცვა სჭირდება, მათ შორის ერთ-ერთი ხშირი კვებაა - ყოველ 15 წუთში ერთხელ, ის იძულებულია საკვების გარკვეული ულუფა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მისთვის ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. როგორც ცნობილია, ამ სინდრომით მის გარდა, მსოფლიოში კიდევ ორი ადამიანი ავადმყოფობს.

image

image

image

image

image
imageimageimageimageimage

imageimage

imageimageimageimage



































0
628
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
628