x
image
მაკუნა
Mediator image
პური წინასაარჩევნოდ გაძვირდება?!ვინ ემუქრება საცხობებს?!

imageმეხორბლეთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებით 2012-2013 წლებში მსოფლიო მოსავლიანობა მთლიანად 5-8 მილიონი ტონით შემცირდება. აღნიშნულმა პროგნოზმა ივნისის თვეში საერთაშორისო ბირჟებზე ტონა ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ხორბლის მოსავალის შემცირება იმპორტიორ ქვეყნებში ავტომატურად აისახება ქართული პურის ფასზე, ნომერ პირველ იმპორტიორ რუსეთში, წელს გვალვების გამო ხორბალის მოსავალის 94 მილიონი ტონიდან 85 მილიონ ტონამდე შემცირებას ვარაუდობენ, რიგით მეორე იმპორტიორი ყაზახეთში კი ჯერ პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რადგან მოსავლის აღება სექტემბრის თვეშია დაგეგმილი.
საინტერესოა ამჯერად რა გავლენა მოახდინა მსოფლიოში ხორბლის გაძვირებამ ქართულ ბაზარზე და მოსალოდნელია თუ არა ნომერ პირველ მოხმარების პროდუქტზე ფასის მკვეთრი მატეაბა?!
მსხვილსა თუ წვრილ საცხობებში ყველგან ერთნაირად წუწუნებენ გაძვირებული ფქვილის გამო . ამბობენ, რომ ტომარა ფქვილზე ფასი ბოლო ერთ თვეში 31-დან 39 ლარამდე გაძვირდა, ამის მიუხედავად პურზე ძველ ფასებს ინარჩუნებენ.. მხოლოდ კერძო თონის მცხომელმა გაბედა სიმართლის თქმა და იმ რეალური მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც პურზე ფასს ვერ ზრდიან საცხობები:
“ ტომარა ფქვილზე ფასი 7-8 ლარითაა გაზრდილი, ასეთ დროს ყოველთვის იმატებს პურზე ფასი, რადგან უამრავი ხარჯი აქვს საცხობს და მოგებაც ხომ უნდა დარჩეს, მაგრამ ჩემი უფროსი სასტიკად გააფრთხილეს “ზემოდან” რომ პურზე ფასი არ გაზარდონ, სხვა დროს ასეთი დირექტივები არავის მოუცია. როგორც ვიცი დაიბარეს მეპურეები ქარხნებიდან დაწყებული კერძო მესაკუთრეებით დამტავრებული და დაემუქრნენ. ხალხის დარდი ნამდვილად არ აქვთ, სხვა დროს რატომ არ ზრუნავენ ფასების შენარჩუნებაზე, ახლა უბრალოდ არჩევნებია და არ უნდათ რომ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ სიტუაციაში კი ყველაზე მეტად საცხობები იჭყლიტებიან, მითუმეტეს პატარა თონეები. დიდი საწარმო რაოდენობის ხარჯზე წაგებაზე მაინც არ წავა, ჩვენ კი რაც მოიმატა ფასმა ფაქტიურად დავივიწყეთ მოგებაზე მუშაობა. თუ ტომარის ფასი 40 ლარს გადასცდება იძულებულები ვიქნებით გავზარდოთ ფასი, ან თუ ამის ნება კიდევ არ მოგვცეს დავხუროთ თონე.
ამას იმიტომ გეუბნებით, რომ გაიგოს ხალხმა ვის ხარჯზე არ იზრდება პურის ფასი და ძალიან გთხოვთ არ დაწეროთ ამ საცხობის მისამართი, ჩემი ნათესავისაა და სულ არ წაართვან.”
სხვათაშორის რამდენიმე მაღაზიაში უკვე 5-10 თეთრითაა მომატებული პურის ფასი, ძირითადად თბილისის გარეუბნებში. თუმცა გლდანის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ, სადაც უკვე გაძვირებული პური დევს დახლებზე ამაზე საუბარი “ქართულ სიტყვასთან” არ ისურვა. ცნობისათვის პურის ფასს რამდენიმე თეთრით მაღაზიის დამატებული პროცენტიც ზის, სავარაუდოდ იმ მაღაზიებში, სადაც ფასი უკვე მომატებულია მეპატრონეები მეტ მოგებაზე მუშაობენ.
პურის მეოთხე ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძე მოსახლეობის ინტერესის დასაკმაყოფილებლად გაძვირდება თუ არა კიდევ პური, ოფიციალურ კომენტარს აკეთებს:
"ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა, ჯერჯერობით, პური არ გაძვირდება, მაგრამ თუ ფქვილის ღირებულებამ ზრდა განაგრძო, იძულებულები ვიქნებით პური ჩვენც გავაძვიროთ. ეს ჩვენთვის ყველაზე უსიამოვნო მომენტია. ხორბალი ძვირდება, წისქვილკომბინატები ფქვილს აძვირებენ, შესაბამისად, ჩვენც პური უნდა გავაძვიროთ, მაგრამ მოსახლეობისგან დარტყმა მხოლოდ ჩვენზე მოდის, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის ყველაზე რთულია. ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტი ის არის, რომ ბოლო პერიოდში ფქვილი თითქმის ყოველდღე ძვირდება".
საგულისხმოა, რომ საქართველოში ხორბლის მოხმარების 90% იმპორტირებულ ნედლეულზე მოდის, დისტრიბუტორები კი დამაიმედებელ პროგნოზებზე ვერ საუბრობენ.
მაკა დეკანოსიძე/ "ქართული სიტყვა"

1
202
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
202
  
0 1 1