სხვა სწორი ვარჯიში : პრესი. 2012, 19 ივლისი, 11:45 მოგეხსენებათ დღეისათვის საკმაოდ იმატა იმ ხალხის რაოდენობამ, რომლებსაც სურთ რომ კარგი და მოვლილი სხეული ჰქონდეთ, მოიშორონ ზედმეტი კილოგრამები, გამოკვეთონ სხეულის ფორმები (რელიეფი). ეს ტენდენცია შეინიშნება როგორც მამკაცებში, ასევე მანდილოსნებშიც. პირადად მე ძალიან მომწონს როდესაც ადამიანი ნავარჯიშებია და კარგი სხეულის ფორმები აქვს, მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა, როგორიცააა არასწორი ვარჯიში, რაც იწვევს სხეულის არასწორ განვითარებას. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ სავარჯიშო დარბაზში უნდა იყოს ინსტრუქტორი, რომელიც აგიხსნით ვარჯიშების გაკეთების წესებს. არსებობს ბევრი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა, რა ვარჯიშები აკეთოს და რა რაოდენობით. ამასთანავე არსებობს ისეთი დეტალები რაზეც ყველა თანხმდება. ეს არის სწორი რეჟიმი, კვება, ვარჯიშისას სუნთქვის დარეგულირება, წყლის საჭირო რაოდენობით მიღება და ყველაზე მთავარი, ვარჯიშების სწორად შესრულება. როდესაც ვარჯიშს ვიწყებთ, თავიდან უნდა ვაკეთოთ შედარებით მსუბუქი ვარჯიშები, აზიდვები, პრესის ვარჯიშები, მსუბუქი განტელებით ვარჯიში. ასე უნდა ვივარჯიშოთ დაახლოებით 1 თვიდან 2 თვემდე, იმისათვის რომ ყველა კუნთი გამოიკვეთოს და სხეულზე ე.წ. ბაზა წარმოიქმნას . ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ შედარებით ძნელ ვარჯიშებზე, მოვუმატოთ წონებს, დავამატოთ ახალი ვარჯიშები. ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო მუცლის კუნთებზე, პრესზე. ჩემთვის პირადად დიდი მნიშვნელობა აქვს ლამაზ და კარგად გამოკვეთილ პრესს. ეს დიდ ძალისხმევას და ბევრ შრომას მოითხოვს. პრესის ვარჯიშის კეთებისას დატვირთვა მოდის მუცლის არეში მდებარე სამი სახის კუნთზე, ესენია: მუცლის სწორი კუნთი, გვერდითი კუნთები და ნეკნთაშუა შიგნითა კუნთი. წელში მოხრა ხდება მუცლის სწორი კუნთის საშუალებით, ეს კუნთები განვითარებისას იღებენ "კუბიკის" ფორმას . მეორე სახის კუნთი არის გვერდითი კუნთები, ისინი სწორი კუნთების გვერდით მდებარეობენ, ის შედგება გარე და შიდა შრისგან. ეს კუნთები უზრუნველყოფს ტანის გვერდზე გადახრას. მის ზემოთ კი მდებარეობს ნეკნთაშუა შიგნითა კუნთი, ის მკერდის კუნთებამდეა ასული და მუცლის კუნთების მესამე შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. მათი მეშვეობით ხდება ტანის ტრიალი. პრესის ვარჯიშისას არ უნდა გამოვიყენოთ ინერციის ძალა, ამის აღმოსაფხვრელად ვარჯიშები უნდა შევასრულოთ ნელ ტემპში, ისე რომ დაიჭიმოს მუცლის კუნთები, თუ ამ დროს იგრძნობთ რომ, იჭიმება რომელიმე სხვა კუნთი ე.ი. ვარჯიში არასწორედ სრულდება. ვარჯიშის სწორი შესრულებისთვი ბვევრი შრომაა საჭირო და სასურველია თუ ამ ვარჯიშის კეთებისას კომპეტენტური პირი დაგეხმარებათ. საჭიროა სწორი სუნთქვა, დაწყებისას უნდა ჩავისუნთქოთ და ამოსვლის დასასრულისას ბოლომდე ამოვისუნთქოთ. ხშირად პრესის კეთებისას ეჭიმებათ კისრის კუნთები. ასე რომ არ მოხდეს, კისერი უნდა დავაყრდნოთ თითებზე და არა ხელის გულზე. პრესის თითოეულ კუნთს თავისი შესაბამისი ვარჯიში გააჩნია და სასურველია მათი თანაბრად გადანაწილება. ამასათანავე ერთი და იგივე ვარჯიშის კეთებისას კუნთი ეჩვევა დატვირთვას, რაც იწვევს კუნთის ზრდის შენელებას, ამიტომ სასურველია ვარჯიშების შეცვლა და მათი ახალი ვარჯიშებით ჩანაცვლება. პრესის კუნთების განვითარებას ხელს უწყობს სირბილისას აჩქარებების კეთება. 2831 31-ს მოსწონს
|