დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ჭურჭელი, რომელსაც საჭმლის მოსამზადებლად ვიყენებთ, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კერძის მოსამზადებელი პროდუქტი. სასარგებლო დიეტამაც კი შეიძლია ზიანი მოგვიტანოს, თუ ქვაბი და ტაფა ტოქსიკურია.
აქ წარმოგიდგენთ ყველაზე სახიფათო ჭურჭლის სახეობებს და ალტერნატიულ ვერსიებს, რომლითაც აუცილებლად უნდა მოხდეს მავნე ჭურჭლის ჩანაცვლება.
ტეფლონის ჭურჭელი
ტეფლონი ამ ჩამონათვალში ყველაზე სახიფათო «დამნაშავეა». ბევრი ადამიანი ირჩევს ქვაბს და ტაფას მიწვის საწინააღმდეგო საფარით, რადგან ის ადვილი მოსახმარია. მაგრამ, ტეფლონის ჭურჭელს მიწვის საწინააღმდეგო თვისებას პოლიტეტრაფთორეთილენი ანიჭებს, რომელიც პლასტიკატის პოლიმერია და 300 °C-ზე გაცხელების შემთხვევაში, ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს აირების სახით. ეს ნივთიერებები არა მარტო ადამიანისთვის არის საზიანო (იწვევს პოლიმერულ ციებ-ცხელებას, – რომელსაც ტეფლონის გრიპსაც ეძახიან), არამედ მომაკვდინებელია თუთიყუშებისთვის და სხვა ფრინველებისთვის.
ტეფლონის ჭურჭლის კიდევ ერთი სახიფათო ქიმიური შენაერთი — პერფტოროკტანის მჟავაა, რომელსაც შეუძლია რამდენიმე სახის სიმსივნის განვითარებას შეუწყოს ხელი, მათ შორის, ყველაზე ხშირი ძუძუს და პროსტატიტის კიბოა.
არსებობს მიწვის საწინააღმდეგო საფარის მქონე ჭურჭლის სახეობები, რომელიც ზემოთ ხსენებულ ნივთიერებებს (პტფე და პფოკი) არ შეიცავს, მაგ., ჭურჭელი გრანიტის საფარით. თუმცა, ის ძალიან მალე თხელდება და იბზარება, ამის შემდეგ კი, ასეთი ჭურჭლის გამოყენება, უსაფრთხო ნამდვილად არ არის.
ალტერნატივა: თუჯის ჭურჭელი, რომელიც უსაფრთხოა და ამავდროულად, მისი მოხმარება ხანგრძლივი დროის მანძილზე შეიძლება. გარდა ამისა, ეს ნედლეული სწრაფად და თანაბრად ცხელდება, ხოლო გამოწრთობილ თუჯს მიწვის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია. არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ბუნებრივი გზით ზრდის რკინის დონეს ორგანიზმში. თუ ორგანიზმში რკინის დონის გაზრდის სურვილი არა გაქვთ, შეგიძლიათ არჩევანი ემალირებულ თუჯის ჭურჭელზე შეაჩეროთ.
ალუმინის ჭურჭელი
ალუმინი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედამიწაზე. ამასთან ის მსუბუქია, გამძლე და მარტივად გადამუშავებადი. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მას საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების და მათ შორის ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ.
ალუმინი — ნეიროტოქსიური ლითონია. ორგანიზმში ამ ელემენტის ჭარბი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მას შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პატოლოგია, მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადება და ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. გარდა ამისა, ალუმინით მოწამვლის შემთხვევაში, ადამიანს ერღვევა კოორდინაციის უნარი და უქვეითდება მეხსიერება. მართალია, ალუმინის ჭურჭელს ყოველთვის აქვს დამცავი საფარი, მაგრამ ის ადვილად ზიანდება და ტოქსიკური ლითონი მარტივად ხვდება საკვებში.
ალტერნატივა: მინა. ის გაცხელების დროს არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. არის ეკოლოგიური და მტკიცე, არ იღებს სუნს. მისი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ არა აქვს მიწვის საწინააღმდეგო თვისება. მაგრამ, ეს ძალიან მცირე ფასია, იმ უსაფრთხოების სანაცვლოდ, რასაც ეს ჭურჭელი იძლევა.
სპილენძის ჭურჭელი
შესაძლებელია სპილენძის ჭურჭელი მაღაზიაში ხშირად გინახავთ და მოგწონებიათ კიდეც. მაგრამ, იცით რომ სპილენძი, როგორც ჭურჭლის ნედლეული, ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს?
ისევე როგრც ზოგიერთი მძიმე ლითონი, სპილენძი, მცირე რაოდენობით, მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის. მაგრამ, ჭარბი რაოდენობით, მოწამვლის მიზეზი ხდება. ასე, რომ, სახიფათოა სპილენძის ჭურჭლის გამოყენება, როგორც დამცავი საფარით, ისე მის გარეშე. პირველ შემთხვევაში, მჟავის შემცველ პროდუქტებთან (რძე და რძის პროდუქტები, ხორცი, ყველა სახის ცხიმი და სხვა) კონტაქტისას, სპილენძი გამოიყოფა. ხოლო, მეორე შემთხვევაში, — საფართან ერთად, კიდევ ერთ ტოქსიკურ ნივთიერებას — ნიკელსაც ვიღებთ.
ალტერნატივა: უჟანგავი ფოლადი. ის შედარებით მსუბუქია, ვიდრე თუჯი, მდგრადია ნაკაწრების მიმართ და შეიძლება იყოს მიწვის საწინააღმდეგო.
ჭურჭელი კერამიკული საფარით
ასეთი ჭურჭელი, ერთი შეხედვით, ძალიან უსაფრთხო ჩანს. თუმცა, ეს შეფასება სამართლიანი მხოლოდ 100 % კერამიკული ჭურჭლისთვის არის. ხოლო, კერამიკული საფარი, უმეტეს შემთხვევაში, სახიფათო კომპონენტებს შეიცავს:
რბილი კერამიკური საფარი მდგრადობით არ გამოირჩევა და ჭურჭლის შეძენიდან დაახლოებით 6 თვეში სკდება და ნაკაწრები უჩნდება, საიდანაც ტყვია და კადმიუმი ჟონავს. მავნე ნივთიერებები ჯერ საკვებში ხვდება, ხოლო შემდეგ, – ჩვენს ორგანიზმში. ტყვიით მოწამვლა კი — ლითონით მოწამვლის, ყველაზე სახიფათო სახეობაა (იცის მუცლის და თავის ტკივილი, შეიძლება უშვილობის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მიზეზი გახდეს. ძლიერი მოწამვლის შემთხვევაში, არც კომა და სიკვდილია გამორიცხული). არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაზიანებული საფარის მქონე ჭურჭლის გამოყენება, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტაფა ან ქვაბი ტყვიას არ შეიცავს, კერამიკული საფარის ქვეშ, აუცილებლად იქნება ნეიტროტოქსიკური ალუმინი, – მძიმე მეტალი, რომელიც, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ტყვიაზე არანაკლებ სახიფათოა.
ალტერნატივა: 100% კერამიკა. ის ნატურალური ნედლეულით მზადდება და არც ტოქსიკური არის. მართალია, ასეთი ჭურჭელი, შეიძლება, საკმაოდ ძვირი ღირდეს, სამაგიეროდ, გამძლეა და დიდი ხნის მანძილზე მოგემსახურებათ.