ფსიქონევროლოგია ციფრული ჭკუასუსტობა – XXI საუკუნის დაავადება 2018, 20 იანვარი, 12:45 დღეს მთელი მსოფლიო შეშლილია სხვადასხვა სახის ციფრულ ტექნიკაზე: სმარტფონებზე, პლანშეტებზე ... და მათთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში, ადგილს ციფრული ჭკუასუსტობის ვირუსიც იმკვოდრებს. და ეს ხუმრობა არ არის – ეს დიაგნოზია. 2007 წელს სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მატულობდა ბავშვების რიცხვი, რომლებსაც გონების დაკარგვა და ყურადღების გაფანტვა ახასიათებდათ, ჰქონდათ თვითკონტროლის დაბალი დონე, კოგნიტიური დარღვევები, უგუნებობა და დეპრესია. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ციფრული თაობის თავის ტვინში, გარკვეული სახის ცვლილებები ფიქსირდება, იმის მსგავსი, რაც ქალა-ტვინის ტრამვის შემდეგ ან დემენციის (თავის ტვინის ორგანული დაზიანება) ადრეულ სტადიაზე ფიქსირდება. ეს არის — ჭკუასუსტობა, რომელიც აქამდე მხოლოდ ასაკოვანი ადამიანების დაავადებად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ საშუალოსტატისტიკური 7 წლის ევროპელ ბავშვს, თავისი ცხოვრების 6 თვეზე მეტი კომპიუტერის (ან სხვა ციფრული მოწყობილობის) ეკრანთან აქვს გატარებული, ხოლო 18 წლის ასაკში – ეს მაჩვენებელი 4 წლამდე იზრდება! თქვენ შესაძლოა თქვათ, რომ ახლა სულ სხვანაირი ბავშვები არიან? დიახ, ბავშვები წინა თაობებისგან განსხვავდებიან, მაგრამ ტვინი ისეთივე აქვთ, როგორიც 100 წლის წინ ჰქონდათ. ეს შოკისმომგვრელა, მაგრამ 1970 წლიდან ბავშვის აქტიურობის რადიუსი (სივრცე სახლის ირგვლივ, რომელშიც ბავშვები გარემოს ეცნობიან) 90% შემცირდა! ბავშვის გარესამყარო ეკრანის სმარტფონამდე შემცირდა. მათ დაივიწყეს ე.წ. ეზოს თამაშები. ისინი მაშინაც კი, როდესაც ეზოში არიან, საკუთარ სმარტფონების ეკრანებზე არიან მიჯაჭვულები. არა და მათ ცოცხალი კონტაქტი ესაჭიროებათ, როგორც თანატოლებთან, ასევე გარე სამყაროსთან. ტვინის ფორმირება გარეგანი გამაღიზიანებლების, სტიმულატორების ზეგავლენით ხდება და რაც უფრო მეტია მათი რიცხვი — მით უკეთესია ტვინისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სამყარო ფიზიკურად შეიცნონ და არა ვირტუალურად. ეს დღესაც ისევე ესაჭიროება მზარდ ტვინს, როგორც 100 და 1000 წლის წინ. ფიზიკური განვითარების გარდა, ბავშვს ასევე ესაჭიროება სრულფასოვანი ძილი. მაგრამ, ისინი ვერაფრით სწყდებიან კომპიუტერულ თამაშებს. რაც ამცირებს ძილის ხანგრძლივობას და თავის ტვინში სხვადასხვა სახის დარღვევას იწვებს! ახლა კი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგარ აზიანებს ციფრული ტექნიკა თავის ტვინს: ჯერ-ერთი, გარეგანი სტიმულატორების შეზღუდულობის და ერთფეროვანი მოქმედებების (ინტერნეტში დროის გატარება) გამო, ბავშვი ვერ იღებს საჭირო გამოცდილებას, იმისთვის რომ ტვინის გარკვეული უბნები განუვითარდეს, ხოლო ის რაც არ ვითარდება და არა მუშაობს – კვდება (მაგ., თუ ადამიანი დიდი ხნის მანძილზე არ დადის, მას ფეხის კუნთის ატროფია (შემცირება, ფუნქციის მოშლა) ემართება). გარდა ამისა, ბავშვები არ არიან შეჩვეულები ინფორმაციის დამახსივრებას — მათთვის უფრო მარტივია ყველაფრის საძიებო სისტემებში მოძებნა. ეს კი უკვე პრობლემებს იწვევს მეხსიერებასთან დაკავშირებით. თუ არსებობს პრობლემა, რა თქმა უნდა, გამოსავალიც უნდა იყოს – და ეს ნამდვილად არ არის ციფრულ ტექნიკის მოგროვება და ერთ ოთახში ჩაკეტვა. ბავშვებს აუცილებლად უნდ აჰქონდეთ მათზე წვდომა, რომ მსგავსი სახის ტექნოლოგიები აითვისონ. მაგრამ, მშობლებმა უნდა დააწესონ შეზღუდვები მათ მოხმარებაზე. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო ნაკლები დრო უნდა გაატაროს მან კომპიუტერის ეკრანთან: სულ პატარებმა – არაუმეტეს 1 საათისა. რაც შეეხება შედარებით უფროსებს, შეზღუდვები საღამოს საათებში და დასვენების დღეებში უნდა დაუწესდეთ, ისევე როგორც ამას სტივ ჯობსი აკეთებდა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
ეს საშინელებაა!!! აი რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში 167 7-ს მოსწონს
|