ქალი და მამაკაცი ცეკვაზე უარის თქმის გამო ქმარმა ცოლი რკინის მილით სცემა 2019, 2 აპრილი, 12:50
პაკისტანელ ასმა აზიზს(Asma Aziz) სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. ახალგაზრდა ქალს 6 ადგილზე აქვს სხვადასხვა სახის ტრავმა, მათ შორის დაჟეჟილობები, იარები, ხოლო მარცხენა თვალის გარსზე სისხლჩაქცევები აღენიშნება. ქალმა მას შემდეგ მიმართა პოლიციას და საზოგადოებას დახმარებისთვის, როდესაც ქმარმა იგი სასტიკად სცემა.
როგორც გაირკვა, ასმა ქმარმა, მიან ფეისალმა(Mian Faisal )იმიტომ სცემა, რომ მისი მეგობრებისთვის არ იცეკვა. უარის მიღების შემდეგ ქმარმა ცოლი ჯერ რკინის მილით სცემა(თან ერთ-ერთი მეგობარიც ეხმარებოდა), შემდეგ კი ესეც არ იკმარა, თმა გადაპარსა და შემდეგ დაწვა. ახალგაზრდა ქალმა მოახერხა სახლიდან გამოქცევა და პოლიციის განყოფილებაში მისვლა, სადაც მას საჩივრის შეტანის სანაცვლოდ, ფული მოსთხოვეს. ქალს უფულობის გამო სამედიცინო დახმარებაც არ აღმოუჩინეს. ამის შემდეგ ასმამ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო და დახმარება ითხოვა. გენერალურმა ინსპექტორმა, ამჯად ჯაველ სელიმიმ(Amjad Javed Saleemi) გასცა ბრძანება, დაუყონებლივ მიღებულიყო ზომები. ქმარი, მიან ფაისალი და მისი მეგობარი დააკავეს. ახალგაზრდა კაცმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო და არ ახსოვს, რა მოხდა. ასმა აზიზი და მიან ფეისალი ოთხი წლის წინ დაქორწინდნენ. 682 7-ს მოსწონს
|