x
image
ელენე გუმა
"ახლა კი რუსთავი2-ის დედებო და მამებო, მინდა გაგახაროთ...მე შაირი არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალადაო..."
ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ნიკა გვარამიას და ნოდარ მელაძეს მიმართავს.


"წეღან, ყაზბეგის 8-ში რომ "ჩაიხანაა", მეგობრებთან ერთად ვიყავი.
გამოვედი და დამხვდა ტროლტივი რუსთავი2-ს კამერა და გოგონა მიკროფონით. ნახევარი კილომეტრი ისეირნეს ჩემთან ერთად. ოპერატორი უკანსვლით დაიტანჯა, მიკროფონიანი გოგონა კი სიცივით.
Rustavi 2 რატომ აწვალებთ საკუთარ თანამშრომლებს? ჯერ კიდევ, თქვენი პირველი რეპორტაჟის მერე სტატუსი (იხილეთ: https://www.facebook.com/photo.php?fbid=10215890086419675&set=a.1118057586259&type=3&theater ) დავწერე და მოგნიშნეთ ნოდარ მელაძეც, ნიკა გვარამიაც, გიორგი გაბუნიაც და სხვებიც, რომ 14 მარტიდან ვიქნები თბილისში და მზად ვარ გესტუმროთ ყველა ეთერში, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული. 14 მარტის მერე კვლავ გააგრძელეთ ტყუილების, ფეიკ ნიუსებისა და ფეიკ რეპორტაჟების ტირაჟირება თქვენი არხით, მაგრამ არ გეყოთ გამბედაობა ღია ეთერი დაგეთმოთ ჩემთვის, - იმდენად სასურველი რესპონდენტისთვის, რომლის გამოც თქვენს გადამღებ ჯგუფს ღამე აგზავნით ნახევარკილომეტრიან კროსზე ფეიკ კითხვებით. ხომ კარგად იცით, რომ სინქრონების ჭრა-კერვაში, ტელევიზიის სპეციფიკაში, რეპორტაჟის, გადაცემებისა და პროექტების მომზადებაში ვერკვევი, ამიტომ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თუ ლაივში არ მიწვევთ - კომენტარიც არ გექნებათ.


ახლა კი რუსთავი2-ის დედებო და მამებო, მინდა გაგახაროთ, (მაშინ როდესაც არ მუშაობთ, პირადი ცხოვრებით და საქმეებით ხართ დაკავებული, მეგობრებათან და ნათესავებთან ერათად ხართ სადმე და ა.შ. - მუშაობაში არ შეგიშლით ხელს, რა თქმა უნდა) ჩემი ახალი საინფორმაციო სააგენტოს კამერები და ჟურნალისტები, დაგხვდებიან ყველგან სადაც არ ელით, ნახევარ კილომეტრს ისეირნებენ თქვენთან ერთად და უამრავ კითხვებს დაგისვამენ საინტერესო ამბებზე.


ორი მიზანი აქვს ჩემს ამ გადაწყვეტილებას:



1. მინდა, ყველას ვაჩვენო თქვენი ფეისები მოულოდნელობის ჟამს.


2. საზოგადოებამ უნდა ნახოს სახტად დარჩენილი ფეიკები და ტროლები - ჟურნალისტების მანტიაში.


3. თქვენი "ვარსკვლავური" ცხოვრების შესახებ, დაგროვილ კითხვებზე - პასუხები მიიღოს ხალხმა.


ღმერთმა უწყის, რომელი ჩაიხანიდან დაგვირეკავენ რედაქციაში, როდის, რა მომენტში და სად გადაგეყრებათ ჩვენი კამერები.


პ.ს. მე შაირი არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალადაო...


Nika Gvaramia Nodar Meladze - მართალია, ვაპირებდი მედიაში დაბრუნებას, მაგრამ თქვენმა ტროლების ტელევიზიამ, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას. ისევ მე თუ გასწავლით, რა არის ნამდვილი ჟურნალისტიკა, ტელევიზია, თავისუფალი მედია, ჟურნალისტური გამოძიება, სკანდალი, რეპორტაჟი, სიუჟეტი, ჩანახატი და ა.შ. - ნამდვილად გასიამოვნებთ "ეS პერსონა" www.espersona.ge - სულ მალე


პ.პ.ს. მეგობრებო, გაითვალისწინეთ, ყაზბეგის #8-ში, რომ "ჩაიხანაა", Chaihana N1 Tbilisi / ჩაიხანა N1 თბილისი იქ თუ გადაწყვეტთ ჩაის დალევას, "შემთხვევით" გარეთ რუსთავი2-ის კამერა შეიძლება დაგხვდეთ...."



image


ასევე დაგაინტერესებთ:


"რუსთავი 2 ის ლანძღვით გსურს დაფარო, შენი “ტროლების ფაბრიკა” უკვე ძაან ზედმეტი მოგდის !!!!"


"არაფერი გასარჩევი არ მაქვს არც შენთან, მხოლოდ თქვენს პატრონთან მაქვს საქმე და არ მოვასვენებ..."

კოკა ყანდიაშვილი არის ყველაზე დიდი ნაძირალა - მიხეილ სააკაშვილი

"სანამ პირში სული მიდგას, მიშა სააკაშვილო – არ მოგასვენებ! "- კოკა ყანდიაშვილი

2
2268
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2268
  
2019, 3 აპრილი, 4:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 აპრილი, 1:45
რაღადროს კოკა ყანდიაშვილია
0 1 2