x
image
Culture Express
" მე ახალი თაობის ქართველებისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ.." - რატომ ვერ ჩამოდის დემნა გვასალია საქართველოში და სად გრძნობს თავს ის ყველაზე დაცულად?
image გულწრფელობით გამოირჩევა არამხოლოდ მისი კოლექციები, რომლებიც ძალიან რეზონსასულია და განსაკუთრებულ ამბებს ყვება, დიზაინერ დემნა გვასალიას ინტერვიუებიც უპრეცედენტო გულწრფელობითაა საავსე. მსოფლიოში აღიოარებული ქართველი დიზაინერის ინტერვიუს ავრცელებს "დემნა გვასალია დეილი", სადაც ნოვატორი დიზაინერი ყვება თუ რატომ ვერ ჩამოდის საქართველოში, როგორი რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს, როცა მათ საქართველოსადმი მიძღვნილი კოლექცია ნახეს, სად გრძნობს თავს ყველაზე დაცულად და შეიძლება თუ არა მოდის გარდა სხვა სფეროებშიც მოსინჯოს ძალები დიზაინერმა.

image


– ძალიან ბევრი ახალგაზრდა დიზაინერი პარიზში გადადის რომ წარმატებას მიაღწიოს. შენ მაშინ დატოვე პარიზი, როცა ვეტმენი წარმატებული გახდა, რატომ?


– ცოტა დაცულობისთვის.



- პარიზში თავს დაცულად არ გრძნობდი?

– ციურიხში ღამის სამ საათზეც გახვალ გარეთ და დარწმუნებული ხარ რომ არაფერი მოგივა, პარიზში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში და ხშირად ვითარება ძალიან ბინძურია. ერთხელ გიჟი ჰეითერებიც დამესხნენ თავს. მას შემდეგ რაც ვეტმენი შევქმენი ბრენდის კრიტიკის მიზანში აღმოჩნდა .ჩვენი მყიდველები მუქარის წერილებს იღებდნენ, შემდეგ ჭორი გაგვივრცელეს რომ გაყიდვები დაეცა. მთელი ცხოვრება ცდილობდნენ ჩემს დისკრიმინაციას: ჩემს მშობლიურ საქართველოშიც, ბელგიაში ხელოვნების აკადემიაში სწავლის პერიოდშიც და პარიზის ქუჩებშიც. ციურიხში თავს პირველად ვგრძნობ დაცულად. აქ იმაზე უსაფრთხოდ ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.


image- რატომ იყავი დისკრიმინირებული?


- იმიტომ რომ უცხოელი ვარ, იმიტომ რომ დევნილი ვარ, იმიტომ რომ გეი ვარ, იმიტომ რომ რაღაცეებს გასნხვავებულად ვაკეთებ, იმიტომ რომ შეუხედავი რაღაცეები ლამაზად ვაქციე და წარმატებას მივაღწიე. ბევრი რაღაც გაერთიანდა, რატომაც ხდება ეს ჩემს თავს, მაგრამ მე არაფრის იგნორირებას აღარ ვაპირებ.


- ერთხელ თქვი, რომ ამ სამსახურის გრცხვენოდა, ეს კვლავ ასეა?


- არა, მუჩია პრადასთან საუბრის შემდეგ არა. ჩემთვის რთული იყო ამ პროფესიით ფეხზე დადგომა, მე საქართველოში ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და კარგი ქულები მყავდა. ჩემი მშობლები ფიქრობდნენ რომ გერმანიაში გადასვლის შემდეგ იგივე საქმით დავკავდებოდი. მე კი წავედი და ხელოვნების სწავა დავიწყე, მერე მოდაზეც გადავედი. ყოველ ჯერზე როცა მამაჩემი ჩემთან ჩამოდიოდა მეკითხებოდა, როდის ვიწყებდი სამკერვალო საქმიანობას.

imageდემნა გვასალია მექსიკური წარმომავლობის ჰოლივუდის ვარსკვლავთან სელმა ჰაიეკთან ერთად


- მამა ესწრებოდა შენს ბოლო ჩვენებას საქართველოზე?


- კი, ჩემი ოჯახი იქ იყო.


- შენს ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა?


- ბევრი იტირეს. მჯერა ამ ჩვენებით ჩვენს შორის რაღაც ხაზი გავავლე და ეს მხოლოდ იმიტომ შევძელი რომ ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს კარგად იმ ქვეყანაში სადაც ვცხოვრობ და იმ ურთიერთობაში, რომელიც მაქვს ჩემს მეორე ნახევართან.

image

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- არა ახლა არა. ახლა მსოფლიო საქართველოს მხოლოდ სტალინს და შევარდნაძეს აღარ უკავშირებს, არამედ გეი დიზაინერსაც. რაც "ძველებს" არ ახარებთ.მუქარაც არის, ქვეყანაში ჰომოფობია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ამიტომ გავაკეთე მაისური საქართველოს წარწერით ცისარტყელის ფერებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველ ბავშვებთან შეხვედრა. პარიზში სპეციალრად ამ ჩვენებისთვის ჩამოფრინდნენ. ბევრი მათგანი დასავლეთში პირველად ჩამოვიდა. როგორ ლაპარაკობდნენ, როგორ იქცეოდნენ. ჩემს თავს მახსენებდნენ. როცა მათ ასაკში ევროპაში პირველად ჩამოვედი. მე ახალი თაობის ქართველებისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ. როცა ეს "ძველი" თაობა მოკვდება თავიანთი უცნაური წარმოდგენებით საქართველოში ისევ ჩავალ.


image


- ფიქრობ რომ რთული წარსულის გამო, სხვა დიზაინერებთან შედარებით უფრო ძლიერი და ნაკლებად მშიშარა ხარ?


- ჩვენ ახალი ცხოვრება 3 ჩანთით დავიწყეთ, ასეთი გამოცდილება იმის თქმის ძალას მაძლევს რომ მე მოდა მიყვარს. მაგრამ ამაზე დამოკიდებული არ ვარ. ერთ დღეს აუცილებლად გავაკეთებ სხვა რამეს რაც მოდასთან კავშირში არ იქნება. "


image

1
778
შეფასება არ არის
ავტორი:Culture Express
Culture Express
778
  
2019, 4 აპრილი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1