საქართველო აბა სალომესავით ჩაჩაჩული ხომ არ ივლის? 2019, 1 აპრილი, 15:48 ![]() „რა ქნას, “შმოტკები” იყიდა, აბა სალომესავით ჩაჩაჩული ხომ არ ივლის?“ ![]() ![]() შეაგახსენებთ მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ ქალაქ ჰანოვერში, ემიგრანტებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილს "ჩაჩაჩული ქალი“ უწოდა: "დღეს როგორ არის, ირჩევ პარლამენტს ოთხი წლის ვადით და გეუბნებიან, ოთხი წელი ხელი არ შეუშალოთო. რატო არ უნდა შეუშალო, ვინ არიან? ოთხი წელი სად აქვს ქვეყანას, ოთხი წელი არის მთელი ეპოქა. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში მანქანების ნახევარი გერმანიაში ივლის მძღოლის გარეშე. კიდევ ხუთ-ექვს წელიწადში, იქნება ძალიან ბევრი მფრინავი მანქანა, იმიტომ, რომ საცობის პრობლემას სხვანაირად ვერ გადაწყვეტენ. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში ადამიანები მასობრივად გაფრინდებიან კოსმოსურ ტურიზმში. ბარსელონის ნაცვლად წავლენ კოსმოსში. რეალურად ყველაფერი აქეთ მიდის და თქვენ რა გინდათ გვითხრათ, რომ ახლა სიტყვაზე, ბესელია რომ ავირჩიოთ კიდევ ხუთი წელი, ბესელიას უნდა ვუყუროთ, სანამ მსოფლიო კოსმოსში მიფრინავს? ზურაბიშვილი შვიდი წელი რომ ჰყავთ არჩეული, შვიდი წელი უნდა ვინახოთ, რომ ეს ჩაჩაჩული ქალი არის საქართველოს წარმომადგენელი? მე კი არავისზე არ უნდა ვლაპარკობდე ჩაჩაჩულიაო" -განაცხადა სააკაშვილმა. 566 3-ს მოსწონს
|