x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„როგორმე უნდა მოვხვდე ამერიკაში,არ ვიცი როგორ, მაგრამ თქვენ უნდა დამეხმაროთ"

image

პირველრიგში მოგესალმებით თანამემამულენო..რამოდენიმე წუთი უნდა გთხოვოთ, უბრალოდ არ გაქვთ უფლება, რომ, როგორც მინიმუმ არ წაიკითხოთ მაინც..ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არასწორად არ გამიგოთ რაიმე..ვეცდები მოსაბეზრებლად გრძელი არ იყოს მოკლედ, ვარ ემიგრანტი სტამბულში, უკვე მე-3 ე წელია, გამოვიარე ყველა ავი და კარგი, რაც თუ კი შეიძლება სამშობლოდან შორს მყოფს დაემართოს..ჩემო კარგებო, მაპატიეთ რომ თავს გახვევთ ჩემს ამ სათხოვარს(სათხოვარის ხსენი
ება არ მინდოდა, არ მინდა მკითხველი დავაფრთხო, მაგრამ პირდაპირობით ვსულდგმულობ, ასე რომ რაც იქნება იყოს..)მაგრამ სხვა პატიოსნური გზა აღარაა
..დავიღალე, აღარ მინდა “ძლიერი" ახალგაზრდის როლი, ვინაიდან კარგი არაფერი მოუტანია ამ ყოველოვეს..მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ჩემს თავს შიგნიდან ვჭამ..საქმე იმაშია, რომ როგორმე უნდა მოვხდე ამერიკაში, არ ვიცი როგორ, მ
აგრამ თქვენ უნდა დამეხმაროთ, კადნიერებისთვის ბოდიში, ვინც ამას კადნიერებად მიიჩნევს..ერთს ვიტყვი, იოტისოდენა შესაძლებლობაც რომ მქონდეს, ჩემით მოვახერხო წამოსვლა, ამას არ დავწერდი დამერწმუნეთ..მინდა რომ "გარისკოთ"და მენდოთ ერთხელ, იმიტ, რომ არ ვარ დასაკარგი პიროვნება(მორალური თვასაზრისით ვგულისხმობ)მეტის თქმა მე თვითონ არ მსურს ჩემს თავზე, არც თავს გაცოდებთ, არც ჩემს თავს ვიბრალებ, რადგან ეგეთი ადამიანის ყურება საკმაოდ ამაზრზენია, დამეთახმებით..უბრალოდ ამ ეტაპზე მჭირდება თქვენი თანადგმომა, ათასობით ხართ, მე კი ერთი ვარ, ეს შანსს მიზრდის იდეაში, რომ სასურველი სახის გამოხმაურება მოჰყვება ამ პოსტს..ისიც ვიცი, რომ ჩემზე ცუდ დღეშიც არიან ადამიანები და თუ ერთგვარი“არჩევნის"გაკეთება მოგიწევთ, ჩემს უთქმელადაც იცით როგორ უკეთესი იქნება, მე მხოლოდ გამიხარდება..გამბედაობა იმ ფაქტმა შემმატა, ეს დამეწერა, რომ არ ვარ უსაქმური, ნარკომანი და ა.შ ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ შანსს, არ ვიცი რამდენად მომაქვს თქვენთან ის, რასაც ვგრძნობ და მანადგურებს, ალბათ ეს პოსტი ნიშანი იყო, რომ უკვე სახიფათო ზღვარზე ვარ..ადამიანი, როცა შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, აი მაშინ მისთვის ყველაზე იოლი ხდება ცხოვრება, ვინაიდან კარგავს რწმენას, იმედს, პრინციპებს, თავმოყვარეობას, პატიოსნებას და უამრავი რამ, მაგრამ მე არ მინდა ასე დამემართოს, ამ ყოველივეს გარეშე რად ღირს სიცოცხლე..პატიოსნად ვშრომობ ჩემი ნახევარი სიცოცხლეა, იმის მცდელობაში, რომ ჩემკენ თუ თითს ვინმე გამოიშვერს, მამაჩემის სამაგალოთო გაგრძელება დაინახონ ჩემში..ვშრომობ, მაგრამ არაფერი არ გამოდის, არ მიფასდება, რა ვქნა, ვიცი, რაიმე ახალს არ ვამბობ..უბრალოდ, რაც შავისა და თეთრის გარჩევა ვისწავლე, ვგრძნობ, რომ მე უფრო მეტისთვის ვარ დაბადებული, რაც არ უნდა სულელურად მოგეჩვენოთ, ჩემს შესაძლებლობებს მეტი გასაქანი სჭირდება, თორემ დაითრგუნება სამუდამოდ მალე ალბათ..სწავლის შეწყვეტა მომიწია და თურქეთში წამოსვლა მაშინ, როცა დედაჩემს ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდა, იმის გამო რომ მისი ოპერაციის თანხა დამეფარა და სამი წელი ხდება აქ ვარ..არ მინდა ახალგაზრდობის წლები ასე გავატარო, რაიმე განსაკუთრებულს არ ვოცნებობ, ღმერთია მოწმე..უბრალოდ მინდა უკან მოხედვისას, გასახსენებელი მქონდეს, მინდა დედაჩემს, რომელმაც ჩვენს ობლად გაზრდაში უამრავი ტანჯვა ნახა, სიბერე მაინც ვაჩუქო ტკბილი და მერწმუნეთ მაგისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი, რადგან არ ვიცი, გვიანია თუ დროული, მაგრამ ახლა ვითავისებ რამდენად მიყვარს ის და რამხელა ამაგი აქვს..მოკლედ, დამეხმარეთ რომ მოვხვდე მანდ, როგორღაც მოახერხებთ, იმედი მაქვს დიდი..ერთს გპირდებით თამამად, რომ, ვინც კი ჩემი სურვიოლის ახდენაში ნებისმიერი სახის წვლილს შეიტანთ, ყვეეელას, აბსოლუტურად ყველას, სათითაოდ გადაგიხდით ათმაგად მადლობას რა დროც არ უნდა დამჭირდეს მუშაობა მაგისთვის, ერთი წამითაც არ ამოვიოხრებ და დავიწუწუნებ, ოღონდ ახლა შემიწყეთ ხელი..ფიქრადაც არ გაივლოთ, რომ ზედმეტ ტვირთად შეიძლება დაგაწვეთ, მე მთავარია ამერიკის საზღვარს გავცდე და შემიძლია თამამდ ვთქვა, რომ შეიძლება აეროპორტშივე დავიწყო მუშაობა თავის გატანა ვიცი, მასწავლა, მკაცრმა მასწავლებელმა, რასაც ცხოვრება ჰქვია..სულ ეს იყო ჩემო ქართველებო, კიდევ ერთხელ მომიტევეთ ჩემი ცხოვრებისეული დრამის გამო..

image

1
126
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
126
  
2019, 1 აპრილი, 12:36
საფრანგეთში წადი და ჩაბარდი თუ ასე გიჭირს, აშშ-ზე ბევრად ლიბერალური კანონებია და ადვილად მიიღებ თავშესაფარს.
0 1 1