მუსიკა ამერიკელი რეპერი Nipsey Hussle მოკლეს 2019, 1 აპრილი, 10:59
პრემია "გრემის" ნომინანტი ამერიკელი რეპერი Nipsey Hussle მოკლეს.
როგორც ამერიკული პრესა იუწყება, რეპერი ლოს-ანჯელესში საკუთარი ტანსაცმლის მაღაზიის წინ ესროლეს, პოლიციის განცხადებით სროლის შემდეგ კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. ამ დროისთვის სამართალდამცავებს არ ჰყავთ ეჭვმიტანილი, ტრაგედიაზე იკვე რეაგირება ჰქონდა რეპერ 50cent-ს და კალათბურთელებს-სტეფან კარის და ლებრონ ჯეიმს. "ღმერთო დააბრუნე Nipsey Hussle ახლავე"-დაწერა სოციალურ ქსელში სტეფან კარიმ. Nipsey Hussle -ნამდვილი სახელი ერმიას ასგჰედონი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, მისი მუსიკალური კარიერა 2008 წლიდან იწყება, თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Drake, Rick Ross, Young Thug и Snoop Dogg, მისი სადებიუტო ალბომი "Victory Lap" ამერიკის უმაღლესი მუსიკალური ჯილდოს, "გრემის" ნომინაციაზე წარადგინეს.რეპერი 33 წლის იყო. 190 5-ს მოსწონს
|