კულტურა მსოფლიოს უცნაური ტრადიციები 2019, 31 მარტი, 18:50 მსოფლიოს ბევრი უცნაურობა ახასიათებს და მათ შორის არის უცნაური ტრადიციები, რომელიც ძალიან საინტერესოაკრამპუსის ღამე ავსტრიაში![]() გილოცავთ! არც ისე მხიარულ მაგრამ მაინც საშობაო დღესასწაულს. თქვენ თუ მოხვდებით ავსტრიაში ან უნგრეთში აუცილებლად ნახავთ ამ სანახაობას. აქ თქვენ შეხვდებით ცუდ სანტებს, რომლებიც ასე იქნებიან გადაცმულები. ნახევრად თხა და ნახევრად დემონი, სწორედ ასეთ კოსტუმში გამოწყობილები დაიარებიან ქუჩაში. საკმაოდ საშიში დღესასწაულია.ფორთოხლების ბრძოლა იტალიაში![]() ამ დროს ხალხი ქუჩაში გადის საბრძოლველად და ერთმანეთს ესვრიან ფორთოხალს. ამ კარნავალს იტალიურად ქვია Carnevale di Ivrea. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო ტრადიცია.მაიმუნების ფესტივალი ტაილანდში![]() ტაილანდში აქვთ ასეთი რიტუალი და სჯერათ რომ ეს რიტუალი მათ მოუტანს წარმატებას და იღბალს. ეს ფესტივალი ტარდება ნოემბრის ბოლო კვირაში.ტკბილი მონეტები ბოლივიაში![]() თუ გსურთ ტორტი და ტკბილი დესერტი, ახალი წელი უნდა აღნიშნოთ ბოლივიაში. ყველა საკონდიტრო მაღაზია და თონეები ამ დროს ამზადებენ გემრიელ ნამცხვრებს და დესერტს. ზოგიერთ ნამცხვარში იპოვით მონეტას და სწორედ ამიტომ ქვია ამ ტრადიციას მონეტების ტრადიცია.დარიჩინის ფესტივალი დანიაში![]() ეს რიტუალი მათთვის იმართება დანიაში ვისაც 25 წელი შეუსრულდა და ჯერ არ დაქორწინებულა. დარიჩინს აყრიან და სჯერათ რომ თუ იმ წელს არ დაქორწინდნენ 5 წელში გაუმართლებთ და 30 წლის ასაკში აუცილებლად იპოვიან მეორე ნახევარს.94 1-ს მოსწონს
|