x
image
ვიზა კოხაძე
იდეალური საუზმე ინგლისური და ირლანდიური რეცეპტით
imageიდეალური საუზმე ინგლისში და ირლანდიაში - ეს კვერცხებისგან მომზადებული მართლაც იდეალური და ჰაეროვანი საუზმეა, რომელიც სულ ცოტა და რამდენიმე დასახელების გასტრონომიულ დანამატს მოითხოვს. ეს პროდუქტებია ბეკონი და მწვანე ხახვი. "Wday.ru" და პირველი კლასის მზარეული გვასწავლის როგორ მოვამხადოთ სრულყოფილი და ამავე დროს სასარგებლო "scramble" საუზმე.

ინგლისური და ირლანდიური სასარგებლო და ამავე დროს ჰაეროვანი საუზმის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

1) ქათმის კვერცხი 4 ცალი;

2) ბეკონი 200 გრამი;


3) კარაქი 20 გრამი;

4) მწვანე ხახვი ერთი შეკვრა;

5) ყველი чеддер 30 გრამი;

6) მარილი გემოვნებით და ასევე საჭიროა პომიდორი და ახალი მწვანილი.

მომზადების წესი ასეთია:

ნიბიჯი პირველი: - მოვამზადოთ კვერცხი ანუ გავტეხოთ იმ ჯამზე, რომელზეც საუზმეს ვამზადებთ.imageნაბიჯი მეორე: მწვანე ხახვს მთლიანად ვჭრით წვრილად, იმ ზომაზე, რაც ოდესმე გაგისინჯავთ და სიგრძე - სიგანით მოგწონებიათ.imageნაბიჯი მესამე: წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს გადავასხათ წინასწარ ათქვეფილი კვერცხი და ჩავახეხოთ ყველი чеддер.შემდეგ მიქსერის ან ჩანგლის დახმარებით გავთქვიფოთ.imageნაბიჯი მეოთხე: ბეკონი დავჭრათ პატარა კუბიკებად, მოვშუშოთ კარაქში, ვურიოთ ხის ჯოხით მანამ, სანამ არ შეფერადდება როგორც "appetizing blush".imageნაბიჯი მეხუთე: ჩაყარეთ ცალკე თასზე მომზადებული მასა ტაფაზე ანუ ათქვეფილი კვერცხი, დაჭრილი მწვანე ხახვი და ყველი.გაითვალისწინეთ, ხის ჩოგნით სასწრაფოდ დაატრიალეთ წრიულად, რომ კვერცხი ყველგან მოხვდეს.ხელით და ხის ჩოგნით ეს წრიული მოძრაობა რამდენიმეჯერ გააკეთეთ.imageნაბიჯი მეექვსე: ტაფაზე და ნელ ცეხლზე მასა გააჩერეთ მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში. ძალიან მარტივია ამოცნობა, საუზმე მზად არის თუ არა.imageნაბიჯი მეშვიდე: აუცილებლად ვამატებთ მარილს გემოვნებით, სურვილის მიხედვით ვამატებთ პომიდორს, რომელსაც სურვილის მიხედვით ვჭრით ან შუაზე ან კიდევ ოთხად და სუფთა მსვანილთან ერთად ვაწყობთ უკვე მომზადებული გემრიელი საუზმის გარშემო.გემრიელად მიირთვით მეგობრებო.

0
113
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0