ეკონომიკა 10 ფაქტი მაჯის საათების შესახებ 2012, 18 ივლისი, 22:53
1)პირველი მაჯის საათი შეიქმნა XIX ს-ის დასაწყისში ევგენი ბოგარნესათვის, თუმცა მაშინ ეს იდეა შესაბამისად ვერ შეაფასეს. XIX ს-ის ბოლოსათვის საომარ მოქმედებებში ჯიბის საათით სარგებლობის მოუხერხებლობის გამო ჯარისკაცებმა დაიწყეს მაჯის საათების ტარება. საბოლოო აღიარება მაჯის საათებმა მხოლოდ XX ს-ის დასაწყისიდან მოიპოვეს.
2)საათს კბილებით თუ დავიჭერთ და ყურებს დავიცობთ საათის მექანიზმის წიკწიკი ძლიერ დარტყმებად მოგვესმება.
3)მაჯის საათის დასამზადებლად 20 ადამიანზე მეტის საჭირო.
4)როგორც წესი მაჯის საათის დასამზადებელი დეტალების უმრავლესობა შვეიცარიაში მზადდება სპეციალური ავტომატიზირებული დაზგების საშუალებით. მხოლოდ ერთეული ფირმები აძლევენ თავს უფლებას, რომ საათები ხელნაკეთი მექანიზმებით დაამზადონ. 5)მარკა Tissot-ის ისტორია სათავეს 1853 წლიდან იღებს როდესაც მამა-შვილმა ტისოტებმა დააარსეს საათების კომპანია. ეს იყო პატარა საამქრო სადაც თვითონ მფლობელები მუშაობდნენ. წარმოება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ რაც რუსეთის საიმპერატორო კარისგან ოფიცრებისათვის საათების დამზადების შეკვეთა მიიღეს. 6)1974 წლიდან კომპანია Tissot გამოდის როგორც ლემანის ავტორბოლის სპონსორი. კომპანია არაერთი სპორტული შეჯიბრის სპონსორია. 7)ითვლება, რომ შვეიცარული საათების გამომშვები ფირმა Swatch-ის სახელი მოდის სიტყვათა შეხამებიდან «Swiss Watch», თუმცა ნიკოლას ჯორჯ ჰაიეკი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში სახელწოდება წარმოიშვა შემდეგი სიტყვებიდან «Second Watch», ანუ საათები ყოველდღიური გამოყენებისათვის. 8)დღეისათვის მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი საათი იწარმოება, აქედან 60% იაპონიაში. ყველაზე ძვირი საათები შვეიცარულია. 9)Chopard’s მსოფლიოში ყველაზე ძვირი საათია. მას 201 კარატის მოცულობის ალმაზები ამშვენებენ, ხოლო ღირებულება 25 მლნ. აშშ დოლარია. 10)ბრუნეის სულთანის უმცროსმა ძმამ 10 საათში 5.2 მლნ დოლარი გადაიხადა. 531 4-ს მოსწონს 1-ს არა
|