x
image
ელენე გუმა
ბებოს, რომელიც ნანგრევებში სიცივისგან აკანკალებული იპოვეს, აღარასდროს შესცივა და მოშივა
სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოხუცი ბებოს დახმარებისაკენ მოუწოდა.


როგორც სინჯიკაშვილი წერდა, ბებო ნახალოვკაში, ნანგრევებში იპოვეს, მას რამდენიმე დღეა არაფერი უჭამია და არც არავინ ჰყავდა რომ დახმარება ეთხოვა.


"მოხუცი ბებო ვიპოვეთ ნახალოვკაში, ამ ნანგრევებში წევს.აკანკალებული იწვა სიცივისგან. რამდენიმე დღე საჭმელიც არ უჭამია. არავინ არ ჰყავს, სულ მარტოა და ზოგჯერ გარეთ გამოსვლას ახერხებს რომ პურისთვის ფული სთხოვოს ვინმეს. ოთახში ბალახია ამოსული, შუქი და გათბობა ძალიან ბევრი წელია ჩამქრალი აქვს, არასდროს არ მქონიაო ამბობს . არ აქვს სულ არაფერი, არც ტანსაცმელი, თეფში და ჭიქაც კი არ აქვს ერთი . ერთი ნაჭერი ყველი გვთხოვა, მენატრებაო, ლამის გული გაგვისკდა მართლა . საჭმელი ენატრება ადამიანს და ზაფხულს ელოდება რომ გათბეს . სიკვდილს ნატრობს, ვეღარ ვძლებო ამბობს . ტირის და გვატირებს ჩვენც რა .


ვერაფრით ვერ დავტოვებთ ასე, მშიერს და გაყინულს! ოთახი თავისია და შეგვიძლია გავუკეთოთ ისე, რომ დათბეს, დენი უნდა ჩავურთოთ და გათბობა. უნდა ჩავაცვათ და ისე ვიზამთ რომ საჭმელი არასდროს მოაკლდეს!


მომეხმარეთ რა, ცხოველი ვერ გაძლებს ამ პირობებში, მოხუცი ბებო კი არა . "- წერდა აკა სინჯიკაშვილი.


დღეს კი აკა პოზიტიურ ამბავს გავტყობინებს და ამ ბებოს შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


"თქვენ ყველამ ბედნიერება აჩუქეთ ნანა ბებოს . სამ დღეში მთლიანად შეიცვალა მისი ცხოვრება . აქვს ყველაფერი - ახალი ოთახი, ახალი საწოლი, ჩავურთეთ დიდი ხნის ჩამქრალი შუქი და გაზი, აქვს ცხელი წყალი, ტელევიზორი, აბაზანა, გათბობა, ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნივთები და ყველაფერი, რაც სჭირდება . სულ გადავუხდით გადასახადებს და მოვუვლით. არასდროს აღარ შესცივა და მოშივა. გლოცავთ ყველას ბედნიერი, სიზმარში მგონიაო თავი, ამბობს, დიიიიდი მადლობა ნინოს დაNa Taს და ყველა ადამიანს რომლებმაც მონაწილეობა მიიღეთ ამ მაგარ საქმეში . დანარჩენ ამბებსაც გაგაგებინებთ . გენაცვალოთ ჩემი თავი .
#სიკეთეგადამდებია"


image


"მოხუცი ბებო ვიპოვეთ ნახალოვკაში, ნანგრევებში, აკანკალებული. სიკვდილს ნატრობს. მომეხმარეთ რა..."

0
1780
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0