საზოგადოება "წლის თუ არა, თვის ანეკდოტია"- რატომ დატოვა ლელა კაკულიას შვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია 2019, 30 მარტი, 17:29 ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას შვილზე წერს.
მისი თქმით, მას თაკო ჩარკვიანისთვის პრემიერ-მინისტრობა უთხოვია, რაზეც უარი მიუღია და შესაბამისად პარტია დაუტოვებია. როგორ მძინარაშვილი წერს, სწორედ ამ ამბის შემდეგ ნათელმხილველმა ლელა კაკულიამ ხილვა შეცვალა. "წლის თუ არა, თვის ანეკდოტია: ლელა კაკულიას შვილი თაკო ჩარკვიანის პარტიაში შევიდა და პრემიერ-მინისტრობა მოითხოვა, - მხოლოდ ამ პირობით დავრჩებიო. თაკომ ახედა, დახედა და გაიფიქრა, - "აუუუ, რამდენი გყავს?!" კაკულიას თაკოს კი უპასუხა: ჯერ ადრეა შენთვისო.
ანეკდოტი ის არის, იმას რომ ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისა სჯერა და ამან რომ უარით გამოისტუმრა.
ახლა მით უმეტეს, რაღას მოვა, ამ ამბის შემდეგ ლელა კაკულიამ ხილვა შეცვალა."- წერს ბონდო მძინარაშვილი.
ცნობისთვის, წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას შვილმა, თამარ პატარაიამ თაკო ჩარკვიანის პარტია " კანონი და სამართალი" 16 მარტს დატოვა. ამის შესახებ ლელა კაკულიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. "მეგობრებო, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ, გამომდინარე იდეური სხვაობიდან, დღეს მე დავტოვე პარტია „კანონი და სამართლის“ რიგები. სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება.
მადლობას ვუხდი „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ ქალბატონ თაკო ჩარკვიანსა და პარტიის წევრებს ამ მოკლე ხანში მიღებული გარკვეული გამოცდილებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.
P.S. აქვე მინდა განვმარტო შემდეგი: ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკაში (და კონკრეტულად აღნიშნულ პარტიაში) ჩემი გამოჩენისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას.
დიახ, მე ვუსმენ ჩემი ხალხის ხმას, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მე მავანთა აზრი უნდა გავითვალისწინო. ჩემს მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს კი, დიდ მადლობას გიხდით ნდობისა და გვერდში დგომისთვის!!პატივისცემით, თამარ პატარაია" . 428 1-ს მოსწონს
|