x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ქალმა, რომელსაც ორი საშო აქვს, ორი ბავშვი თვეში ორჯერ გააჩინა
წერო

ამ სტატიის სათაური ენის გასატეხივით ჟღერს, არა? აი, ზუსტად ისე, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ ხოლმე: "თეთრი თრთინა თეთრ თოვლზე თრთოდა."


მაგრამ რას ვიზამთ. აბა, ადექით და თქვენ შეურჩიეთ ამ საოცრებას უფრო დახვეწილი სათაური, თუ მაგარია!


დაუჯერებელია, მაგრამ 20 წლის ბანგლადეშელმა აიფა სულთანამ ერთი ბიჭი თებერვლის ბოლოს გააჩინა, ხოლო 26 დღის შემდეგ – მეორე, ამჯერად უკვე – გოგო.



როცა აიფამ გაუსაძლისი ტკივილები იგრძნო, ახლობლებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა სწორედ იქ აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა ქალი ისევ ფეხმძიმედ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე 26 დღით ადრე იმშობიარა.


ამჟამად ორივე ბავშვი ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.


ექიმები შოკში იყვნენ, როცა ექოსკოპიამ დაადგინა, რომ ქალს ორი საშო ჰქონდა და ორი ნაყოფი მუცლის ღრუში.


აიფა უღარიბესი ოჯახიდან არის. ისე იმშობიარა, არ ჰქონდა ფული, გამოკვლევებზე წასულიყო. ამიტომ მისი სხეულის უნიკალური ბიოლოგიური უნარის შესახებ ძალიან გვიან გახდა ცნობილი.


ახალშობილების მამა შავ მუშად მუშაობს და თვეში 95 დოლარს შოულობს. ახლა მთელი მათი ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი სწორედ ეს 95 დოლარია.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0