საზოგადოება "უმორჩილესად გთხოვთ, არ ჩამქოლოთ"- ინგა გრიგოლია 2019, 29 მარტი, 15:28 "ერთი რამ მინდა ვთქვა და უმორჩილესად გთხოვთ, არ ჩამქოლოთ"- ასე მიმართა დამსწრე საზოაგდოებას და ტელემაყურებელს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა "რექაციის" სტუდიიდან.
ჟურნალისტის თქმით, პირადი ცხოვრების მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსაც უნდა დაეკისროთ, ვინც თუნდაც ხუმრობით გადაუგზავნა მის მეგობარს.
"შესაძლოა იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ გამოცდილი მაქვს მსგავსი მუქარა და შანტაჟი. მე მიმაჩნია, რომ მთლად ასეც არ არის, რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ ადამიანებს, თუნდაც ერთი ადამიანი რომ გადაუგზავნის მეორეს ამ ვიდეოს ტელეფონით. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი არის პასუხისმგებელი ამ ტიპის საქმეში. ერთი არის ორგანიზატორები, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოავლინონ, თუმცა იმ ადამიანებსაც უნდა დაეკისროთ რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა, ვისაც გაუგზავნეს პირადი ცხოვრების მასალა, მან კი წაიღლიცინა და თავის მეგობარს გადაუგზავნა", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. მისივე თქმით, მთავარი უბედურება არის ის, რომ იჭერენ ადამიანებს, თუმცა დღემდე ვერავინ ვერ გავიდა დამკვეთებზე. "მორალური პასუხისმგებლობა არის ძალიან სერიოზული"- დასძინა მან. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელშიც წერდა. "უკვე კი აღარ ვბრაზდები, გულისრევა მჭირს ამ მარაზმზე, როგორ უტვირთავენ ადამიანებს პირადი ცხოვრების კადრებს. აღარ მუშაობს, თქვე ტვინდაბნელებულებო, აღარ, ეგეთი ანგარიშსწორება! შეუშვით მაგ თავებში, ვინც ამას აკეთებთ!"- წერდა ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. ამავე თემაზე:"გულის რევა მჭირს ამ მარაზმზე...აღარ მუშაობს, თქვე ტვინდაბნელებულებო, აღარ..."373 შეფასება არ არის
|