საზოგადოება ნახეთ, როგორ მიულოცა ბუკა პეტრიაშვილმა ეკა მიშველაძეს დაბადების დღე (ფოტოები) 2019, 29 მარტი, 14:47 ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი საკუთარ მეუღლეს, ეკა მიშველაძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ტექსტთან ერთად ფოტოებსაც აქვეყნებს. როგორც პეტრიაშვილი წერს, მას მისი სიყვარულის გარდა არაფერი უნდა, რადგან მასთან ერთად ყველაფერი უყვარს და უხარია. "დღეს ჩემი მზე დაიბადა! როცა გაჩნდი შენ ჩემს გულში, გაბრწყინდა დღე, ზღაპარივით გამინათდა! არაფერი მე არ მინდა, შენი სიყვარულის გარდა! შენთან ერთად ყველაფერი მიყვარს და მიხარია! მაბედნიერებ, მაძლიერებ, ცხოვრებას მილამაზებ და მიფერადებ! შენს გულს, შენს სულს, შენს ღიმილს, შენს სურნელს, შენს სიყვარულს, შენს მშვენებას, შენს ამქვეყნად მოვლინებას გაუმარჯოს! მიყვარხარ და მეყვარები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!"- წერს პეტრიაშვილი. ჟურნალისტი ეკატერინე მიშველაძე დღეს იუბილარია. ის 47 წლის გახდა. 280 1-ს მოსწონს
|