x
image
ვიზა კოხაძე
ტომ კრუზი ყოფილ ცოლს, ნიკოლ კიდმანს საერთო შვილის ქორწილში არ მიუშვებს ( + ფოტოები )

image90 - იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილი და კინოს სამყაროს ლეგენდები – ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი 11 წლიანი თანაცხოვრების და უდიდესი სიყვარულის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზს სამი ცოლი ჰყავდა, მიმი როჯერსი 1987 - 1990 წლებში, ნიკოლ კიდმანი 1990 - 2001 წლებში და ბოლოს ქეით ჰოლმსი 2006 - 2012 წლებში, რომელთანაც მსახიობს კიდევ ერთი ქალიშვილი 13 წლის სური კრუზი ჰყავს. ნიკოლს და ტომს ორი ნაშვილები ანუ ორი საერთო შვილი – 26 წლის იზაბელა და 24 წლის კონორი კრუზი ჰყავთ, რომელიც ახლო მომავალში დაოჯახებას ფიქრობს და ქორწილის დეტალებს აგვარებს, თუმცა როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ნიკოლი შვილის ამ მნიშვნელოვან დღეს არ დაესწრება.ვარსკვლავური წყვილის განშორების მიზეზი რელიგიური უთანხმოება გახდა, რაც მათ საერთო შვილებზეც აისახა. imageროგორც ცნობილია, ტომ კრუზმა მოახერხა და მისი 24 წლის კონორი, რომელიც მამის სრული ასლია, აიძულა, რომ დედა ანუ ნიკოლ კიდმანი ქორწილს არ დასწრებოდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ტომ კრუზსა და კონორს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და მამის სიტყვას შვილი ძალიან დიდ პატივს სცემს.imageimageწყაროს ინფორმაციით, ოჯახთან დაახლოებულმა პირმა გამოცემა "dailymail" - ს განუცხადა, რომ ტომ კრუზმა შვილს მოთხოვნა წაუყენა იმის შესახებ, რომ საკუთარ ქორწილში დედა არ დაეპატიჟებინა. კონორი არ წასულა მამის სურვილის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ დათანხმდა.ტომს უსაყვარლესი სური კრუზი ქეით ჰოლმსთან ჰყავს და აქაც იგივე სიტუაციაა. თუ განქორწინების დროს მსახიობს ქალიშვილთან შეხვედრა თვეში რამდენჯერმე შეეძლო, იმდენი მოაერხა ქეითმა, რომ ახლა მამა–შვილი ერთმანეთს საერთოდ აღარც ხვდება. ინსაიდერების ცნობით, 56 წლის ტომს 12 წლის სური უკვე რამდენიმე წელია არ უნახავს, რადგან გოგონა საიენტოლოგი არ არის. 38 წლის ჰოლმსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად მას საიენტოლოგიის საწინააღმდეგო საუბარი ეკრძალება. განქორწინების შემდეგ ტომი ბავშვს ხვდებოდა, თუმცა შემდეგ საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, მასთან კავშირი შეწყვიტა. 2017 წლის თებერვალში ტომ კრუზმა ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ურთიერთობა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.imageimageრაც შეეხება თავად ნიკოლ კიდმანს, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში მან შვილებზე ისაუბრა. „პირადი ცხოვრება და შვილები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ყოველთვის ვცდილობ, ეს ხალხის საჭორაო და განსახილველი არ იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილებისთვის სიცოცხლესაც კი დავთმობ. ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და გადაწყვეტილებასაც თავად იღებენ, ჩემი, როგორც დედის მოვალეობა მხოლოდ მათი სიყვარულია.“imageimage24 წლის კონორ კრუზი, Scientologist როგორც მისი კინოვარსკვლავი მამა, მალე დაქორწინდება თავის მეგობარ გოგონაზე სილვიაზე, რომელიც წარმოშობით იტალიელია და რომლის ოჯახიც რელიგიური რწმენის გამო წლების წინ იტალიიდან ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად.imageimageimage




0
602
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0