x
image
ვიზა კოხაძე
შაკირამ, რომელიც პლაგიატის თაღლითობის სკანდალშია გახვეული, სასამართლო პროცესზე იმღერა ( + ფოტოები და ვიდეო )

imageკოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ, რომელსაც პლაგიატის ბრალდებით სასამართლოში უჩივლეს, პროცესზე იმღერა.როგორც წყარო წერს, კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ და მისმა პროდიუსერმა კარლოს ვივესმა, რომლებიც მადრიდის სასამართლო პროცესზე წარსდგნენ პლაგიატის ბრალდებით, ჟურნალისტების შეკითხვებზე მხოლოდ გაიღიმა კოლუმბიელმა და უსიტყვოდ შევიდა სხდომათა დარბაზში.შაკირამ და კარლოს ვივესმა უარყვეს ლივან რაფაელ კასტელანოსის მიერ წამოყენებული ბრალდება იმის შესახებ, რომ, "La Bicicleta" რომელიც " ველოსიპედს" ნიშნავს ინგლისურ ენაზე, შეიცავს ტექსტს, რიტმს და მელოდიას, რომელიც Livan Rafael Castellanos - ის 1997 წლის სიმღერის "Yo Te Quiero Tanto" მსგავსია.imageimageბრალმდებელის ანუ რაფაელ კასტელანოსის მტკიცებით შაკირამ, მის მიერ, დაწერილი სიმღერის ეპიზოდი მოიპარა. კოლუმბიელმა მომღერალმა კი, სასამართლო პროცესზე ყველა ბრალდება უარყო და იმღერა.

მისი განცხადებით, სიმღერა "ველოსიპედს" ვალდესის შექმნილ ნაწარმოებთან არავითარი საერთო არ აქვს. შაკირა, რომლის სრული სახელი და გვარია შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი, სასამართლოს ეუბნება, რომ სიმღერა "La Bicicleta" არანაირად არ უკავშირდება კასტელანოსას სიმღერას, რადგან აქ მელოდია სხვაა, მუსიკა სხვაა, თემა სხვაა. ამის შესახებ ესპანეთის საინფორმაციო Europa Press ავრცელებს ინფორმაციას.image– " ჩემი სიმღერა საუბრობს ჩ ემს ქვეყანაზე, ეს კავშირია ჩემს ქვეყანასთან - ბარანკილე იგივე კოლუმბია და არა კუბა" - აცხადებს კოლუმბიელი.ცნობისათვის, "La Bicicleta" ორი თუ სამი გრემის ღირსეული ჯილდო მიიღო 2016 წელს და წლის სიმღერად იქცა.პროდიუსერი კმაყოფილი აცხადებს, რომ ბოლოს და ბოლოს გაირკვა მისი სრული უდანაშაულო სახელი და გვარი.

თავის მხრივ კასტელანოსი აცხადებს, რომ მუსიკალურმა ექსპერტებმა მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პლაგიატის დადანაშაულებაში.სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა: - " მოდი ვნახოთ, საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემაზე, იქნებ სამართლიანობაც აღსდგეს".სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 20 დღის ვადაში გამოაცხადებს.imageშეგახსენებთ, რომ შაკირა ფეხბურთის ვარსკვლავ ჟერარდ პიკესთან ერთად ცხოვრობს 2011 წლიდან და წყვილს ორი შვილი ჰყავთ.


0
169
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0