x
image
Yoona
Mediator image
დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს
იაპონიას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ძალაუფლების სტატუსი გააჩნია. ცოტამ თუ იცის, რომ იაპონია საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებში შედის. სწორედ ამიტომ, იაპონელები ვალდებულნი არიან პრაქტიკულად ყველაფერზე ეკონომია გააკეთონ თან ისე, რომ ამან კომფორტულ ცხოვრებაზე გავლენა არ იქონიოს. როგორ აკეთებენ ამას?


image

ნახეთ, რა მეთოდებს იყენებენ ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები.


მეთოდი № 1: ცხელი წყალი - მხოლოდ აბაზანისა და შხაპისთვის

image

იაპონელები სისუფთავის მოყვარულები არიან დ პირად ჰიგიენას დიდ ყურადღებას უთმობენ. ისინი შხაპს ყოველდღე ღებულობენ, მაგრამ არა უმეტეს 15 წუთის განმავლობაში. ამასთან ბინაში ცივი წყალი მოდის, ხოლო მის გასაცხელებლად გაზის ტექნიკას იყენებენ. სარეცხ მანქანაში ტანსაცმელს გაცხელების გარეშე რეცხავენ, ხოლო საცვლებს ხშირად ხელით, აბაზანის შემდეგ დარჩენილ წყალში რეცხავენ.


იაპონიაში გავრცელებულია უნიტაზი-ხელსაბანი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ხელის დაბანის დროს გამოყენებული წყალი უნიტაზში გამოიყენოთ.


მეთოდი № 2 ერთობლივი შესყიდვები

image

იაპონელები ეკონომიის გაწევას პროდუქტების შესყიდვაზეც ახერხებენ. აქ ერთად შესყიდვის პრაქტიკა გავრცელებულია. მეზობლები და მეგობრები საბითუმო ადგილებში ერთად ყიდულობენ.

ასევე ბევრი მაღაზია სპეციალურ ფასდაკლებებს აწესებენ, რომლებიც მუშაობას დახურვამდე 30 წუთით ადრე იწყება.


მეთოდი № 3 - აერატორი ეკოკაპი

image

წყლისა და გაზის გადასახადის გამო იაპონელებმა ეკოკაპი გამოიგონეს. მისი მუშაობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ჰაერიდან წყალი დააგროვოს. ამასთან ნაკადის ინტენსივობა არ მცირდება, ხოლო წყლის გადასახადები 50%-ით მცირდება.


მეთოდი № 4 კაფე - კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ

image

იაპონელი დიასახლისები ქმრებს სამსახურში და ბავშვებს სკოლაში სადილს ატანენ - დაბალანსებულ სადილი, რომელიც კონტეინერშია შეფუთული. სადილობის დროს კაფეში ვიზიტი მაქსიმუმ კვირაში 2-ჯერ დაშვებულია.


მეთოდი № 5 სახლის ბიუჯეტის სისტემა კაკებო

image

იაპონიაში კაცები მთელ ხელფასს ცოლებს აძლევენ. ის ფულს საკუთარი მოსაზრებით ანაწილებს, ქმრისთვის ჯიბის ფულსაც გამოყოფს. პრაქტიკულად ყველა დიასახლისს აქვს წიგნაკი, სადაც ყველა შემოსავალს და ხარჯს აღწერენ.

ბიუჯეტის სისტემას კაკებოს უწოდებენ. მისი მუშაობის ძირითადი პრინციპი მოიცავს სავალდებულო და დამატებით ხარჯებს, მიზნების დასახვას და თანხის განსაზღვრას, რომლის ეკონომიასაც აპირებენ, ხარჯების ყოველდღიური ჩანაწერი, ყოველ კვირას და თვის ბოლოს გაწეული ხარჯების შეჯამება.

სახლის ბუღალტრული აღრიცხვის უფრო მეტი კომფორტულობისთვის ხარჯები შეგიძლიათ სხვადასხვა კატეგორიებად დაყოთ: „საკვები“, „საყოფაცხოვრებო“, „კომუნალური გადასახადების გადახდა“, „ტანსაცმელი“. ასევე ცალკე სვეტი გაუთვალისწინებელ ხარჯებს უნდა დაუთმოთ.

ყოველი კვირის ბოლოს ხარჯების დაანგარიშება და ანალიზი უნდა გააკეთოთ, თუ მომავალში რაზე შეიძლება უარი ითქვას. მაგალითად, კინოთეატრსა და კაფეებში ვიზიტის შემცირება, ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლის ჩანაცვლება უფრო იაფი, მაგრამ ხარისხიანი ტანსაცმლით, უსარგებლო წვრილმან ნივთებზე უარის თქმა და ა.შ.

კაკებოს სისტემის ავტორის რჩევა ხარჯების დასაფარად საკმაოდ ეფექტურია. ასე მაგალითად, 170 ლარის შესყიდვები თამამად 200 ლარის შენაძენად ჩათვალეთ. 30 ლარის სხვაობა ყულაბაში მოათავსეთ.

დანაზოგს იაპონელები ბანკის დეპოზიტზე ინახავენ. სტიქიური უბედურების შიში და დანაზოგების სიყვარული მთავარი მიზეზებია, რის გამოც იაპონელები ყოველთვიურად შემოსავლის 25%-ს დანაზოგში ინახავენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

image

2. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

3. ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა

image

4. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

image

5. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1289
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0