x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ნოდარ მგალობლიშვილი
image

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოს და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი.

ნოდარ მგალობლიშვილი დაი

ბადა სოფელ გომბორში, 1931 წლის 15 ივლისს. ბავშვობიდანვე სურდა ოპერის მომღერლობა, მაგრამ 1950 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ნოდარმა დარდისგან ხმა დაკარგა და კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ვეღარ გამოცხადდა. ამის შემდეგ, ერთ-ერთი ახლო მეგობრის რჩევით ამავე წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.



სწავლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს ნოდარმა მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში მსახიობად.

განსაკუთრებით დასამახოვრებელი იყო შემდეგ როლები:მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და სხვა.

image

თამაშობდა ფილმებში "საბუდარელი ჭაბუკი", "ზღვის შვილები"როცა აყვავდა ნუში""დათა თუთაშხია" "ჯაყოს ხიზნები"(სატელევიზიო ფილმი)"ანთომზ ივერიალი" "დინ ჟუანის აღსარება" და სხვა.

2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა "ღირსების ორდენის" მიღებაზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება 1976 წელს მიენიჭა, ხოლო სახალხო არტისტის 1979 წელს.

image

0
198
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0