ნამცხვრები დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით 2019, 27 მარტი, 10:11 ვაშლის ღვეზელი შაქრის და ფქვილის გარეშე მზადდება.
თქვენ დაგჭირდებათ:
150 გრ შვრიის ფანტელები
40 გრ თაფლი 100 გრ ხაჭო 3 კვერცხი 50 მლ კეფირი 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ/კ დარიჩინი 2 ვაშლი მცენარეული ზეთი მომზადება: 1. შვრიის ფანტელები დაფქვით ისე, რომ შვრიის ფქვილი მიიღოთ. 2. შვრიის ფქვილს გამაფხვიერებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 3. თასში ხაჭო მოათავსეთ, ჩანგლით ჩაჭყლიტეთ და თაფლი კეფირთან ერთად დაუმატეთ. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. 4. მიღებულ ნარევში კვერცხი ათქვიფეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ. 5. შემდეგ მასას შვრიის ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ. 6. ვაშლი გაასუფთავეთ, თესლები მოაშორეთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით. 8. საცხობი ფორმა (15*20) აიღეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მომზადებული ვაშლი ფორმის ძირში დააწყვეთ, ზემოდან კი ცომი დაასხით. ოდნავ შეანჯღრიეთ, რომ ცომი თანაბრად გადანაწილდეს. 9. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთით აცხვეთ. 10. მზა ნამცხვარი გააგრილეთ და სუფრაზე გაიტანეთ! გემრიელად მიირთვით! ასევე დაგაინტერესებთ: 1. სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის! 2. აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ 3. ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“ 4. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით 5. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
5143 1-ს მოსწონს
|