ფსიქოლოგია სად ინახება სამყაროს სიბრძნე და რატომ არ არის ცეცხლი ჯოჯოხეთში 2019, 2 მაისი, 10:21 დიდი ხნის წინ, ღმერთი იმაზე დაფიქრდა, რომ ძალიან ცუდი იქნებოდა, თუ ადამიანი სამყაროს სიბრძნეს უფრო ადრე იპოვიდა, ვიდრე ამისთვის იქნებოდა მზად. და გადაწყვიტა, სიბრძნე ისეთ ადგილზე დაემალა, სადაც ადამიანი მას დროზე ადრე ვერ იპოვიდა. ჯერ იფიქრა, სიბრძნეს მსოფლიოს ყველაზე მაღალ მთაზე დავმალავო. თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა, რადგან იცოდა, რომ ადრე, თუ გვიან, ადამიანები ყველაზე რთულად მისადგომ მწვერვალებსაც დაიპყრობდნენ და ამიტომ, ეს არც ისე საიმედო ადგილი იქნებოდა. შემდეგ, სიბრძნის დამალვა ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილზე გადაწყვიტა. მაგრამ, ადამიანი იქაც ჩავიდოდა და არც ეს აზრი მოეწონა. «მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. სამყაროს მთელი სიბრძნე თავად ადამიანში დავმალავ. მის ძებნას, საკუთარ თავში, ის ყველაზე ბოლოს დაიწყებს – მხოლოდ მას შემდეგ, რაც საამისოდ მომწიფდება» – გადაწყვიტა ბოლოს ღმერთმა და ასეც მოიქცა. * * *ერთხელ მეფე ნადირობიდან ბრუნდებოდა და გზაში მწირს შეხვდა. — საიდან მოდიხარ? — ჰკითხა მას მმართველმა.
487 4-ს მოსწონს
|