x
image
Lerato
მეცნიერებმა 7 პროდუქტი დაასახელეს, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს

უახლესი სამედიცინო კვლევების თანახმად, სტატიაში წარმოდგენილი 7 პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების დროს, რამდენადაც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას.

მათი გამოყენება უმჯობესია პროფილაქტიკისთვის, თუმცა, არსებობს ასევე მონაცემები, რომლის თანახმადაც რიგ შემთხვევებში აღნიშნული პროდუქტები ქიმიოთერაპიაზე უკეთესად მოქმედებს. ესენია: კურკუმა, მწვანე ჩაი, შავი შოკოლადი, ჟოლო, მოცვი, პომიდორი, წითელი ღვინო.


სისხლძარღვების განვითარების ნორმალურ პროცესს ანგიოგენეზი ეწოდება. ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში (მაგალითად, ახალშობილებში) ანგიოგენეზი უფრო აქტიურად მოქმედებს.

ასაკთან ერთად მისი აქტივაცია საგრძნობლად ნელდება, თუ არ ჩავთვლით იმ განსაკუთრებულ შემთხვევებს, როგორიცაა ჭრილობების დროს ქსოვილებისა და კაპილარების აღდგენა. ჩვეულებრივ ეს პროცესი მოლეკულა-აქტივატორების და ინჰიბიტორების მეშვეობით იმართება. მთლიანობაში ეს უკანასკნელი უფრო დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ანგიოგენეზის აქტივატორები ხელს უწყობს სისხლძარღვების უჯრედების ზრდას, რომელიც აუცილებელია ახალი სისხლძარღვების ფორმირებისთვის.


image



როდესაც სრულ განვითარებას მიაღწევს, კიბოს უჯრედები ჩვეულებრივ ანგიოგენეზის აქტივატორს ისვრის ორგანიზმში, რადგან მას უფრო მეტი სისხლძარღვი სჭირდება საკვები ნივთიერების მოსამარეგებლად.

თანამედროვე მედიცინამ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დაიწყო ისეთი პრეპარატების წარმოება, რომელსაც ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს უწოდებენ. მისი ძირითადი განსხვავება ქიმიოთერაპიისგან იმაში მდგომარეობს, რომ ის კი არ ანადგურებს კიბოს უჯრედებს, არამედ ხელს უშლის სისხლძარღვების წარმოქმნას, რომელიც სისმსივნეს კვებავს.

ქვემოთ აღწერილი 7 პროდუქტი ძლიერ ანტიანგიოგენურ თვისებებს ფლობს, რომელიც სიმსივნური უჯრედებისთვის სისხლის მიწოდებას აფერხებს. ამიტომაც მეცნიერები გვირჩევენ მივიღოთ ეს პროდუქტები, რითაც შევძლებთ ანგიოგენეზის მართვას და ხელს შევუშლით ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასა და განვითარებას.


წითელი ღვინო


image


წითელი ღვინოში შედის მნიშვნელოვანი ნივთიერება რესვერატროლი – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც ყურძნის მარცვლის კანი შეიცავს. ბევრი კვლევა ამტკიცებს, რომ რესვერატროლი ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს. თუმცა, ამ საოცარი ნივთიერების სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი ამით არ სრულდება! ის ზრდის გლუკოზასადმი ტოლერანტულობას დიაბეტის დროს, აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, სპობს სახიფათო თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობს გულის მუშაობას და ხელს უშლის უჯრედების დაშლას რადიოაქტიური დასხივების დროს.

ამასთან, წითელი ღვინო შეიცავს ბევრ კარდიოპროტექტორულ ნაერთს. რესვერატროლი და პოლიფენოლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის თრომბების ფორმირებას. ამას გარდა, არსებობს უტყუარი მკიცებულება იმისა, რომ წითელი ღვინის რეგულარული მიღება მცირე დოზით (დღეში 1 ჭიქა), ეხმარება ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინის დონის ზრდას, რომელიც იცავს ჩვენს გულს და სისხლძარღვებს დაზიანებისგან.

რესვერატროლის დღიური რეკომენდირებული დოზა – 200-600 მკგ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 225 მლ. წითელი ღვინო 640 მკგ. რესვერატროლს შეიცავს. ასე რომ, თქვენთვის მისაღები ნორმაა – დღეში 100 მლ. ღვინო.


კურკუმა



image


კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან რომელიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს.

ბოლო გამოკვლევების თანახმად კურკუმა ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას. in vitro - ს ტესტები ადასტურებს, რომ 80% ავთვისებიანი პროსტატის კიბოს უჯრედები განადგურდა ამ არაჩვეულებრივი სანელებლის ზემოქმედების ქვეშ.


მოცვი და ჟოლო


image


ორივე მათგანი საოცრად ეფექტური საშუალებაა სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, აჩერებს ანგიოგენეზსა და აქვეითებს ოქსიდაციურ სტრესს. ამასთან, ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერებას, იმიტომ რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოვებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას.



პომიდორი


image


ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ პომიდვრით ან პომიდვრის სოუსით მომზადებულ კერძებს თვეში 4-ჯერ მაინც მიიღებთ, ეს ორჯერ შეამცირებს პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკს. პომიდორი მდიდარია ლიკოპინით, რომელიც ანტიანგიოგენურ თვისებებს ფლობს. ის მარტივად იშლება ცხიმში და ასევე მარტივად ხდება მისი შეთვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ.



შავი შოკოლადი


image


კიბოსთან ბრძოლა არ ნიშნავს საერთოდ უარი ვთქვათ ტკბილეულზე. განსაკუთრებით კი შავ შოკოლადზე: ის აძლიერბს გულის მუშაობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნას. ასევე აღსანიშნავია მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომლის თანახმადაც შავი შოკოლადის დაახლოებით 60 ჰორმონი ხელს უშლის არტერიების შევიწროვებასა და დახშობას. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას. გარდა ამისა კოფეინი და თეობრომინი, რომელთაც ეს მწარე ნუგბარი შეიცავს, ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას ახდენენ. ბრიტანელი მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ თეობრომინი ხველების გაცილებით ეფექტური წამალია, ვიდრე ჩვეულებრივი ტრადიციული საშუალებები.


მწვანე ჩაი


image


მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც იცავს ანთებითი პროცესებისგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, იცავს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ანტიოქსიდანტები ასევე შავი ჩაის შემადგენლობაშიც შედის, თუმცა, მწვანე ჩაიში უფრო ეფექტურია მისი მოქმედების უნარი, რაც დამტკიცდა ბოლო დროს ჩატარებული მთელი რიგი კვლევების მიერ.

არაჩვეულებრივად ებრძვის ოსტეოპოროზს, რომელიც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს მენოპაუზას და სხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს. სავარაუდოდ, ამისთვის მადლობა პოლიფენოლებს უნდა ვუთხრათ, ნივთიერებები, რომლებიც 25-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C, იცავენ უჯრედის გენეტიკურ ნივთიერებას დაზიანებისაგან. ამას გარდა, ჩაი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს ზოგიერთ ალერგიულ ფორმას და ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.



ყავა


image


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის ანტიოქსიდანტები რომლებსაც ყავა შეიცავს, ხელს უშლის II ტიპის დიაბეტისა და სიმსივნური დაავადებების განვითარებას. ყავა ასევე ეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ტვინის სასუნთქი ცენტრის სტიმულირებას ახდენს, რითაც ასთმიანებს დახმარებას უწევს შეტევების დროს, ორგანიზმიდან დევნის ქოლესტერინს. ყავაში თავმოყრილია ბევრი სასარგებლო ნივთიერება: ნახშირწყლები, ცხიმები, ცილოვანი ბუნების ნაერთები, რიგი სიცოცხლისათვის აუცილებელი მინერალები და მიკროელემენტები. ასევე, მიუხედავად უამრავი მითისა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყავა წარმოადგენს პროდუქტს, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მთელი რიგი კვლევების თანახმად, ინფარქტისა და ინსულტის რისკები 20% – 40% მცირდება ამ სასმელის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ზომიერების ფარგლებში.


ასევე დაგაინტერესებთ:


5 მარტივი ვარჯიში ხერხემლისთვის – გათავისუფლდით ტკივილისა და დაჭიმულობისგან


ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი


25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან


კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ


როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ – მეცნიერთა 5 რჩევა


რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი

2
1106
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1106
  
2019, 28 მარტი, 11:12
ძალიან დიდი მადლობა
2019, 28 მარტი, 11:09
როგორც ყოელთვის საინტერესოსთან ერთად სასარგებლოცაა.
მოცვი გავაშენეთ სოფელში და ერთხელაც იქნება ინტერმედიელი მეგობრების მცირე, მაგრამ ერთგულ ჯგუფს დაგპატიჟებთ მოცვის დასაკრეფად, მისართმევად და წასაღებად...
0 1 2