x
image
ელენე გუმა
"მე ემიგრანტი ვარ...ჩემი ნათქვამი მენატრები იტევს აუტანელ ტკივილს..."

ფეისბუქგვერდი "ემიგრანტის" ემოციური პოსტი, რომელმაც სრულიად სოცქსელი მოიცვა.


"მე ემიგრანტი ვარ...ჩემს ნათქვამ სიტყვასა და თქვენს ნათქვამს სიტყვებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა...
ჩემი ნათქვამი მენატრები იტევს აუტანელ ტკივილს.
შენი ნათქვამი მენატრები არი სევდანარევი სიტყვა და სხვა არაფერი.
ჩემს ნათქვამ მიყვარხარს შეუძლია მთები გადადგას, დედამიწა გადაატრიალოს და ასეც ხდება მე მთასაც შევძრავ ჩემი ოჯახის სიყვარულისთვის.
შენს ნათქვამ მიყვარხარში არის გრძნობა მაგრამ ჩემთან შეადარებით შენი ნათქვამი სიყვარული უსუსურია უბრალო ფრაზაა და სხვა არაფერი.
ჩემს ცრემლებს შეუძლია სახე დამწვას და ჯოჯოხეთი გამატაროს, ასჯერ დამცეს მაგრამ წამოვდგე და გავაგრძელო რადგან მე ვჭირდები ჩემს შვილებს.
შენს ცრემლებს ნაკლები ტკივილი აქვს ის ერთით შემოიფარგლება მონატრებით.
ჩემს გულს სხვა რითმი აქვს მის ცემას დედამიწის დასალიერს გაიგებ რადგან ის ყოველთვის გამალებით სცემს ჩემი ოჯახის სიყვარულით.
შენი გულის ცემა სუსტია და მიიზლაზნება მიყვება დროს.
მე შემიძლია დრო გავაჩერო ან თუნდაც დროს გავუსწრო რადგან მე ეს გზა ამარჩევინა ცხოვრებამ და ამ გზიდან გამარჯვებული მინდა დავბერუნდე.
შენ კი გზას დღემდე ეძებ და ათასი გზიდან ერთიც ვერ აირჩიე.
მე ემიგრანტი ვარ და მე და შენს შორის არის დიდი განსხვავება როგორც ცა და დედამიწა ისე განვსხვავდებით.მაგრამ შენ ერთს შგიძლია მხოლოდ რომ მე ეს გზა ეს ჯოჯოხეთი გადამატანინო.შენი სიყვარულით შენი მოფერებით, შენი დაფასებით, შენი არსებობით...
მე ემიგრანტი ვარ და შენ არასოდეს მოგცემ უფლებას იგივე სტატუსი მოგანიჭოს ცხოვრებამ.მე დედა ვარ დედა რომელიც ყოვლისშემძლეა ხანდახან ღმერთსაც კი უტოლდება თუ ის შვილებს სჭირდება.
მე ემიგრანტი ვარ და ეს სიტყვა დღემდე ვერ აუხსნია ვერავის ისე როგორც არი."


image

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0