x
image
ელენე გუმა
ნახეთ, რა ინფორმაციას ასაჯაროვებს ინგა გრიგოლია მამუკა მდინარაძესა და ეკა ბესელიაზე
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძეზე და ეკა ბესელიაზე წერს.


მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს შემთხვევით გაუგზავნია მესიჯი ეკა ბესელიასთვის, რომელიც ეკა ბესელიაზე იყო დაწერილი.


"მამუკა მდინარაძეს შემთხვევით გაუგზავნია მესიჯი ეკა ბესელიასთვის, რომელიც ეკა ბესელიაზე იყო დაწერილი.ეხლა თქვეს დიანას “დღის ამბებში“ ისე, მეც მომსვლია, სხვაზე დაწერილი მესიჯი შინაარსის ობიექტისთვის რომ გადამიგზავნია და რა მწარეა"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "ტვ პირველის" ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძეს შეეშალა და მის შესახებ მესიჯი მასვე გაუგზავნა "ვოტსაფის" მეშვეობით.



"მე არ მჩვევია ხოლმე მესიჯების გახმოვანება თუ მე არ მეხება. თქვენთან ჩართვის წინ, მამუკა მდინარაძემ, რომელიც უგზავნიდა რამდენიმე ადამიანს მესიჯს ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე, გამოაგზავნა ჩემს ტელეფონზე, ჩემს "ვოტსაფში" , სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება. რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. რო წავიკითხე, მიხვდი რომ შეეშალათ, დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები და დილიდან აკეთებენ სამარცხვინო კომენტარებს. მე ვუპასუხე მდინარაძეს და ვკითხე, მე უნდა გამეხმოვანებინა თუ არა ეს მესიჯი და მან ბოდიშების ხდა დამიწყო "- განაცხადა ეკა ბესელიამ.



imageimage

0
1464
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0