შეგრძნება – ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია: არომატი, გემო, და ტექსურა – ის არის, რაც ჩვენ ირგვლივ მუდამ არსებობს. ხოლო, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უნარი უბრალო რამეებით ბედნიერების მიღების შესაძლებლობაა.
ქვემოთ წარმოდგენილ სიაში 30 შეგრძნებაა დასახელებული, რომელიც ყველა ადამიანში დადებით განწყობას და ემოციას იწვევს:
დღის ბოლოს, მოუხერხებელი ფეხსაცმლის გახდა.
ბავშვის ფუმფულა და პრიალა ლოყაზე კოცნა.
გრილ ბალიშზე ლოყის შეხება.
შხაპის მიღება, წყლის საყვარელ ტემპერატურაზე.
ხანგრძლივი, დამქანცველი დღის ან უძილო ღამის შემდეგ, საწოლზე მიწოლა.
სიმსუბუქის შეგრძნება, გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
საყვარელი მომღერლის (ჯგუფის) კონცერტის მოლოდინით გამოწვეული ეიფორია.
ახალი წიგნის არომატის შესუნთქვა.
ყავის პირველი ყლუპის დალევა.
გრილი შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მზის სხივების შეგრძნება კანზე.
საღამოს პლაჟზე, თბილ ქვიშაზე გავლა.
სუფთა, ახლად დაუთოებული ტანსაცმლის ჩაცმა.
ზაფხულის წვიმაში მოხვედრა.
სიცხეში ცივი წყლის დალევა ან გრილ აუზში ჩასვლა.
შეგრძნება მასაჟის შემდეგ.
ბალახზე ფეხშიშველი სიარული.
ოზონის ჩასუნთქვა, წვიმის შემდეგ.
ხელის შეყოფა საყვარელი კატის ან ძაღლის ბეწვში.
გაყინული ხელების ბუხართან (ღუმელთან) გათბობა.
წუთიერი ეიფორია, კეთილი საქციელის ჩადენის შემდეგ.
მკერდზე მოკალათებული კატის კრუტუნის მოსმენა.
წვრილი ძეწკვის გატარება თითებს შორის.
ახალი ჯაგრისით კბილების გახეხვა.
ახლად გაწმენდილი სათვალის გაკეთება.
გულის ფრიალის შეგრძნება სიმაღლიდან მანქანით ან ველოსიპედით დაშვების დროს.
მონატრებულ ადამიანთან ჩახუტება.
შემოდგომის წვიმიან ამინდში პლედში გახვევა და მყუდრო გარემოში წიგნის კითხვა.
ბავშვობიდან ნაცნობი, სასიამოვნო არომატის შეგრძნება.
გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ შაბათია.
ბუშტუკების გახეთქვა პოლიეთილენის შესაფუთ აპკზე.