x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრმა სიყვარული და სიგიჟე

image


ოდესღაც, სიგიჟემ თავისთან მეგობრები დაპატიჟა. ყველა მივიდა, დრო მხიარულად გაატარეს — იმღერეს, იცეკვეს და როდესაც ტორტი მიირთვეს, მასპინძელმა სტუმრებს დამალობანას თამაში შესთავაზა:

— მე ასამდე დავთვლი, თქვენ კი დაიმალეთ. ვისაც პირველად ვიპოვი, შემდეგ ის დაიხუჭება.

ყველანი დაეთანხმნენ, მხოლოდ შიშმა და სიზარმაცემ თქვეს უარი თამაშზე.
— ერთი, ორი, სამი… — დაიწყო თვლა სიგიჟემ.
პანიკა პირველი დაიმალა, სადაც მოუხდა. სიხარული ბაღში გაიქცა და იქ დაიწყო სირბილი და შესაფერისი ადგილის ძებნა. მოწყენილობა ცხოვრებისეულ სირთულეებზე დაფიქრდა და ატირდა. შური სიხარულს გამოედევნა და ორივე კლდის უკა დაიმალნენ. ხოლო, სიგიჟე თვლიდა და თვლიდა... იმედგაცრუებას იმედი გაუცრუვდა, რადგან სიგიჟემ 99-მდე დათვალა, მან კი დამალვა ვერ მოასწრო.

— ასი! — დაიძახა სიგიჟემ. — საძებნელად მოვდივარ!
პირველი ცნობისმოყვარეობა იპოვა, რადგან ის სამალავიდან იყურებოდა, რომ დაენახა, თუ ვის იპოვიდნენ პირველს.
ყველა გამოვიდა და ცნობისმოყვარეობამ იკითხა:
— სიყვარული სად არის?
დაიწყეს მისი ძებნა. სიგიჟე ძებნა-ებნაში, ძალიან შორს წავიდა და ერთ ულამაზეს და სურნელოვანი ვარდების ბაღში აღმოჩნდა. ერთ ბუჩქთან რაღაცამ გაიფაჩუნა. სიგიჟემ გადაწია ვარდის ტოტები და სიყვარულის ხმა შემოესმა. ის დახმარებას ითხოვდა. ვარდის ეკლებმა მას თვალები ამოაკაწრეს და საბრალო დაბრმავდა. სიგიჟე სიყვარულს იქიდან გამოსვლაში დაეხმარა და რომ ნახა რა მდგომარეობაში იყო, მუხლებზე დაეცა, პატიების თხოვნა დაიწყო, ბოლოს კი უთხრა, რომ სულ მასთან დარჩებოდა და არასოდეს მიატოვებდა. სიყვარული დათანხმდა.

და მას შემდეგ, ბრმა სიყვარული და სიგიჟე, სულ ერთად დადიან.

image

მსგავსი თემები:

image

სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი

სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი

რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?

საჭიროა მხოლოდ მოასწრო და გაიხსენო…

ცხოვრებისეული გაკვეთილები, იგავების სახით - რა სთხოვა ღმერთს დედა ტერეზამ? იგავები ღმერთზე

2
376
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
376
  
2016, 18 ნოემბერი, 15:29
მადლობა
2016, 18 ნოემბერი, 14:27
რააამდეეენიიი ვიიიიციიინეე. ვიფართხალეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...პანიკა და ცნობისმოყვარეობაზე ხო გავგიჟდი, რა საყვარლები იყვნენ...მოკლედ მთელი ისტორია ძალიან კარგი იყო.
0 1 2