x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ნინი ბადურაშვილის მამა რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებენ.


ერეკლე ბადურაშვილი დაიბადა 1962 წლის 4 იანვარს ქ. თბილისში.დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1983 წელს.


დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990); გადაღებულია ფილმში: "მატარებელი"(2001).


ბოლო პერიოდში ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "ხიდი" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის ერთობლივი ნამუშევარია.image

0
217
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0