სემირამიდას დაკიდული ბაღები, მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი. უფრო კორექტული იქნება თუ მას ვუწოდებთ ამიტისის (ამანისის) დაკიდულ ბაღებს, რადგან ეს საოცრება აშენებული
იყო ნაბუქოდონოსორ II (605—562 ძვ.წ.აღ.) მეუღლის, ამიტისის საპატივსაცემოდ .
შენობა მდებარეობდა ძველ ქალაქ ბაბილონში, ახლანდელი ალ-ხილლა. ბაღის აშენების მიზეზი გახლდათ ის, რომ ამიტისი იყო მიდიის მეფის კიაკსარის ქალიშვილი და გაიზარდა მთებში, მის გარშემო მუდამ მწვანე ბუნება და სილამაზე იყო. ბაბილონი კი, სადაც მას მოუწია ცხოვრება, ნაბუქოდონოსორ II ქორწინების შემდეგ უდაბნო და უსიცოცხლო ადგილი იყო, რაც დედოფალს არ მოსწონდა. ამის გამო მეფემ ბრძანა დაკიდული ბაღების აშენება. ბაღებმა დაახლოებით 2 ასწლეულს გაუძლო, რის შემდეგადაც ის განადგურდა.
შენობას ჰქონდა პირამიდის ფორმა და შედგებოდა 4 იარუსისაგან. მის ძირს ჰქონდა ოთხკუთხედის ფორმა, თითოეულ იარუსს იჭერდა 25 მეტრი სიმაღლის სვეტები. მცენარეები კი მიდიიდან იქნა ჩამოტანილი. იმისათვის რომ სარწყავ წყალს არ გაეჟონა, ყველა იარუსის ზედაპირი იფარებოდა ჯერ ლერწმით, შემდეგ კი მასზე დიდ ფენათ იყრებოდა ნოყიერი მიწა, სადაც ირგებოდა მრავალი სახის ხეები, ბუჩქები, ყვავილები და ბალახი.
ბაღის მოსარწყავად მუშები 24 საათის განმავლობაში ატრიალებდნენ ამწე ბორბალს, რომელიც წყალით მთელ ბაღს ამარაგებდა.
სემირამიდას დაკიდული ბაღები მარათლაც სამოთხეს გავდა ცხელ ბაბილონში, ის მარად მწვანე იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაკარგა თავისი ხიბლი და სტუმრების რაოდენობაც შემცირად, მას იშვიათად თუ სტუმრობდნენ სპარსეთის მმართველები, თავის დიდ იმპერიაში მოგზაურობისას. ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში
ის იქცა ალექსანდრე მაკედონელის რეზიდენციად, სწორედ აქ გაატარა ალექსანდრემ სიცოცხლის ბოლო წუთები.