x
image
Guns N Roses
"მე ხომ ისევ ის ვარ, მე ხომ არ შევცვლილვარ."

imageბევრი ვინმე ეპატიჟებოდა სადილად, ზოგან მიდიოდა კიდეც, საგანგებოდ ეცნობოდნენ ხოლმე, რომ სადილზე დაეპატიჟებინათ და მარტინი თავისდა უნებურად ჩაუფიქრდა ამ პატარა მოვლენას, რაც, ფაქტობრივად დიდი გამოდგა. გაახსენდა საშინელი შიმშილის დღეები, როცა კაციშვილი არ ეპატიჟებოდა. არადა სადილი სწორედ მაშინ სჭირდებოდა, უჭმელობით ღონეს კარგავდა, ძალა ელეოდა, ერთიანად ჩამოხმა. როცა შიოდა არავინ ეპატიჟებოდა სადილად; ახლა კი, როცა ასი ათასი სადილის დაკვეთა შეუძლია და მადასაც თანდათანობით კარგავს, ყოველი მხრიდან სადილს აჩრიან! რატომ? ეს ხომ უსამართლობაა, ეს ხომ არ დაუმსახურებია! მას შემდეგ სულ არ შეცვლილა მარტინი. რაც კი რამ დაწერა, სწორედ მაშინ, იმ შიმშილის დროს ! ერთი რამ აშკარა იყო: არავის არ ენღვლებოდა არც მარტინი და არც მისი შემოქმედება. ასე რომ, მისი კაი ბიჭობის გამო, ან მისი ნაწარმოებების სურვილით კი არ ეპატიჟებოდნენ, არამედ მისი დიდების გამო, და - რატომაც არა? - იმის გამო, რომ ახლა იგი ასი ათასი დოლარის პატრონი იყო. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში კაცი ამით ფასდება და მარტინი რას წარმოადგენდა, რომ მისთვის გამონაკლისი გაეკეთებინათ, მაგრამ მარტინი ამაყი კაცი იყო. ასეთი დაფასება გულს ურევდა. მას სურდა პირადი ღირსებებით დაეფასებინათ, ან შემოქმედებით, რაც, ბოლოს და ბოლოს, მისი პირადი ღირსებულების გამომხატველი იყო. სწორედ ასე აფასებდა მას ლიზი. მის შემოქმედებასაც კი თითქმის არავითარ ანგარიშს არ უწევდა. მას აფასებდა, პირადად მას. ასე აფასებდა ჯიმიც და ყველა ძველი ამხანაგი. რამდენჯერ დაუმტკიცებიათ ეს წინათ, როცა მარტინი მათი განუყრელი იყო. ახლაც დაამტკიცეს. მისი შემოქმედება სულაც არ ენაღვლებოდათ. თვითონ ის უყვარდათ, მარტინ იდენი, თავიანთი ამფსონი და ამხანაგი, კაი ბიჭი, რომლის გულისთვისაც თავს დასდებდნენ.
















15
334
15-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
334
  
2012, 18 ივლისი, 23:06
მადლობა
2012, 18 ივლისი, 22:35
კარგია , მომეწონა ძალიან....
2012, 18 ივლისი, 22:20
ეხლა ვწერ მაგარ სტატიას :D
2012, 18 ივლისი, 22:18
კაია :P
2012, 18 ივლისი, 22:16
მეც გეთანხმები... თუმცა სხვა რჩეული ნაწარმოებებიც მაქვს ;)
2012, 18 ივლისი, 21:57
ძალიან მაგარი წიგნია მაგრამ ამას მე პირადად ბერად მირჩევნია ძმები კარამაზოვები, საბრალონი და კაცი რომელიც იცინის ეს ჩემი აზრია ბევრი არ დამეთანხმება ყველას თAვისი აზრი აქვს
2012, 18 ივლისი, 20:53
მხოლოდ ერთხელ :)
2012, 18 ივლისი, 20:50
ერთხელ წაკითხვად ღირს.ვისთვის როგორ
2012, 18 ივლისი, 20:47
ეს ნაწარმოები რატომღაც კაცურ წიგნად ითვლება... დიდად არ აღვფრთოვანებულვარ,მაგრამ ერთხელ ყველამ უნდა წაიკითხოს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10