ცნობილმა მსახიობმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ქალბატონებს მიმართავს და მოუწოდებს, უარი თქვან სილამაზის დაწესებული სტანდარტების მანიაკალურ დევნაზე. «მსოფლიოში ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს» – ამბობს რობერთსი.
მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი მსახიობის გზავნილი თითოეულმა ქალბატონმა მხოლოდ ერთხელ კი არ უნდა წაიკითხს, – დროდადრო უნდა გადაიკითხონს კიდეც. თავის მიმართვაში მსახიობი წერს:
«სრულყოფილება» — ბევრი ერის დაავადება არის.
ჩვენ სახეს ტონობით მაკიაჟით ვიფარავთ. რეგულარულად ვიკეთებთ ბოტოქსს და «იდეალური ზომებისთვის» შიმშილით თავს ვიტანჯავთ. იმის გამოსწორება გვინდა, რაც გამოსწორებას არ საჭიროებს. ხოლო ის, რაც მზრუნველობას მართლა მოითხოვს, ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.
იცით, ეს რა არის?
ეს ჩვენი სულია. სული, რომელიც ნამდვილად საჭიროებს გულდასმით ზრუნვას და მოვლას. გულახდილად თქვით, როგორ უნდა ელოდოთ, რომ ვინმე შეგიყვარებთ, თუ საკუთარი თავი, თავად არ გიყვართ? ყოველთვის კმაყოფილი ხართ, გარეგნობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ? ცვლილებას ცვლილება მოსდევს... და ეს პროცესი აღარ მთავრდება.
არა. მე მინდა რომ, ნათლად აგიხსნათ: მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ გარეგნულად როგორ გამოიყურებით, თუ შინაგანად სრულიად ცარიელი ბრძანდებით.
ჩემთვის ჭეშმარიტების ჟამი ახლა დადგა და დღეს მინდა ყველას ვაუწყო: მე აღარ ვაპირებ მაკიაჟთან შერიგებას. მე აღარ მინდა მისი გაკეთება, რადგან სხვისი სახის ტარებამ დამღალა. დრო დადგა, რომ ნიღბები მოვიხსნათ. ვიცი, რომ ნაოჭები მაქვს, მაგრამ მე მინდა მისი დანახვა. მინდა, რომ ისეთად მიმიღოთ — როგორიც ვარ.
დღეს მსოფლიო შეშლილია გარეგნობაზე. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორია იმ კომპანიების კაპიტალბრუნვა, რომელმაც თავში ჩაგინერგათ, რომ ასაკის მოახლოებასთან ერთად, გარეგნობაში, გარკვეული თანხების დაბანდებაა საჭირო. მათ მიერ წარმოებული ანტიასაკობრივი საშუალებები კი, ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღი და შეიძლება, სახიფათოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის.
21-ე საუკუნეში დამკვიდრებული სილამაზის პრინციპი, შეიძლება განისაზღვოს, როგორც – არანორმალური. ეს სტეროიდებზე დაფუძნებული სილამაზეა, რომელიც ვირუსივით მოედო მსოფლიოს... და ეს საშინელებაა!
დღეს მსოფლიოს ხელოვნური ესთეტიკა მართავს, რომელიც საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებული, ილუზიების ციხეში ჩაკეტილებს გვამყოფებს. იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ და ბუნებრიობას ავუწყოთ ფეხი, იძულებულები ვართ, ვაღიაროთ და დავიცვათ სილამაზის თავსმოხვეული წესები.
მაგრამ იცით?
ყოველივე ამისგან დავიღალე... და საკუთარ თავს ვუთხარი: შეჩერდი. თქვენც მოგიწოდებთ, რომ შეჩერდეთ და გაიხსენოთ, თუ ვინ ხართ და რა გინდათ სინამდვილეში.
100%–ით არავინ და არასდროს იქნება სილამაზის სტანდარტების შესატყვისი. გარეგნობა — უკანასკნელია, რისი დაფასებაც აუცილებელია ადამიანში. ყველაზე მთავარი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია — სულია. და ეს არასდროს უნდა დავივიწყოთ».
ჯულია რობერტსი
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: