x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ჭაჭუნას აღკვეთილში ბიომრავალფეროვნების აღდგენაზე 480 200 აშშ დოლარი დაიხარჯება
image


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ორგანიზაციამ „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ უკვე დაიწყეს “მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის“ განხორციელება. პროექტის წარდგენა მულტიფუნქციურ სივრცე „ტერმინალში“ გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრო. პრეზენტაციას ჭაჭუნას აღკვეთილის დირექტორი აკაკი ტეტელოშვილი და დედოფლისწყაროს მერიის წარმომადგენელი ანა ბენაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო აქტივობები განიხილეს.


პროექტის მიზანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე, ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე არსებული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა და კონსერვაცია, რის შედეგადაც მოხდება ადგილობრივი ეკოლოგიური პროცესების, ჰაბიტატებისა და სახეობათა აღდგენა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, პროექტი მხოლოდ დედოფლისწყაროს არ მოიცავს, ის მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც შეეხება, სადაც მდინარე ივრის ჭალებია.


image



“მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი“ Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, 480 200-ზე მეტი აშშ დოლარით არის დაფინანსებული და იგი დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფონდ „საბუკოსა“ და Birdlife International-ის თანამშრომლობით განხორციელდება.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0