საზოგადოება "ვიყიდე ჩემი პირველი მანქანა და მოტოციკლი, რომელიც მალევე მომპარეს...ჯასპერი საქართველოს ტოვებს" 2019, 22 მარტი, 23:31 ჰოლანდიელი ტურისტი ჯასპერ ბლექი, რომელიც საქართველოში ჩამოსული მეექვსმილიონე ტურისტი აღმოჩნდა და განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.
როგორც პოსტიდან ირკვევა ჯასპერ ბლექი საქართველოს ტოვებს. მისი თქმით, უკვე დროა წავიდეს და დატოვო საქართველო, მოგონებებით, თავგადასავლებით და გასაოცარი გამოცდილებით სავსე, სხვა თავგადასავლების მოლოდინში. "ნახვამდის საქართველო. დიდი მადლობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, შენ იყავი ჩემი თბილი, ლამაზი და სტუმართმოყვარე სახლი. ზოგჯერ უცნაური. ზოგჯერ გასაოცარი. საქართველოში გავიცანი საოცარი ადამიანები, და ისინი სამუდამოდ მეყვარება. ვიცეკვე ვარსკვლავებთან ერთად, ვიყიდე ჩემი პირველი მანქანა და მოტოციკლი (რომელიც მალევე მომპარეს). მქონდა ცხოვრებაში პირველი პრესკონფერენცია, ბოლო 2 წლის განმავლობაში აქ ავღნიშნე 4 ახალი წელი და 4 შობა. საქართველოში დავიწყე კარიერა ვიდეო პროდაქშენში, დავაარსე საკუთარი ვიდეო პროდაქშენის სტუდია, შევიძინე 5000 ახალი ფეისბუქ მეგობარი, რომელთა უმრავლესობას ნინო ან მარიამი ქვია. ახლა კი დროა წავიდე და დავტოვო საქართველო, მოგონებებით, თავგადასავლებით და გასაოცარი გამოცდილებით სავსე, სხვა თავგადასავლების მოლოდინში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა იმისთვის როგორიც ხარ. დიდი მადლობა, საქართველო. მიყვარხარ. ნახვამდის. იესპერი პ.ს. ჩანთებს ვალაგებ და ამავდროულად ვამზადებ დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით "ცნობილი და დავიწყებული". ფილმი არის პოპულარობის ნამდვილი მნიშვნელობის ძიებაზე. თანამედროვე საზოგადოება მუდმივად გვეუბნება, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ფოლოვერები, უფრო მეტი ლაიქები ხოლო პოპულარული ადამიანების ცხოვრება რომანტიზებულია საზოგადოებაში. თუმცა ეს არის ის საითაც უნდა მივისწრაფოდეთ? რა ხდება, როცა ნამდვილად გახდები "ცნობილი" და როგორ ცვლის ის ცხოვრებას და რა მნიშვნელობა აქვს მას. თქვენ შეგიძლიათ ამ იდეისა და დოკუმენტური ფილმის მხარდაჭერა. კამპანიაში ჩართვის მსურველებმა იხილეთ ლინკი: დიდი მადლობა."-წერს მეექვსემილიონე ტურისტი ჯასპერი. ცნობისთვის, 2016 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 6 მილიონ ადამიანს. მეექვსემილიონე სტუმარი ჰოლანდიელი ჯასპერი აღმოჩნდა, რომელსაც განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. მას გიდობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. 1023 2-ს მოსწონს
|