x
image
ელენე გუმა
"რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საფულე აღარ მიდევს, სადაც კრედიტის დასაფარი თანხა მედო!!!"
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო სტურუა საოცარ ამბავზე ყვება.


როგორც მან ფეისბუქში დაწერა, ადამიანები რომ კიდევ არსებობენ ეს ამბავიც იმ ციკლიდანაა.


სტურუას თქმით, აღაცნაირი განცდაა, როდესაც აღმოაჩენ, რომ ადამიანები თურმე კიდე არსებობენმ რომ სიკეთე კიდე არსებობს.


"ადამიანები რომ ჯერ კიდევ არსებობენ, აი იმ ციკლიდან...


გადმოვქაქანდი მანქანიდან და რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საფულე აღარ მიდევს!
საფულე, სადაც კრედიტის დასაფარი თანხა მედო!!!

ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია რა შოკსაც მივიღებდი...
მაგრამ უფრო უარესი შოკი აი მაშინ მეტაკა,
როდესაც დაახლოებით 15 წუთიანი ძებნის,
წინ და უკან სირბილის და მანქანის ქვეშ ფორთხვის შემდეგ,
მომადგა ერთი ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონი, საკმაოდ შელახული ტანსაცმლით და... დაკორჟილი ხელებით და თბილი ღიმილით ჩემი საფულე გადმომცა...

რავიცი, იმდენად დავიბენი, კინაღამ ვიტირე...
რაღაცნაირი განცდაა, როდესაც აღმოაჩენ, რომ ადამიანები თურმე კიდე არსებობენ... რომ სიკეთე კიდე არსებობს...
რომ, მიუხედავად იმ ქალბატონის საკმაოდ შეჭირვებული ყოფისა, კაპიკიც კი არ იყო ამოღებული...

და ნეტა რამდენი იზამდა ( ვიზამდით) იგივეს...?
ხოოო... კითხვააა რა, რეალური კითხვა"- წერს სტურუა.


აღნიშნულ სტატუსს ნინოს მეგობრები ეხმაურებიან.

მათი თქმით, ასეთი ამბების შემდეგ სჯერათ რომ "წყალწაღებულნი" არ არიან.



imageimage


0
1324
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0